მე, კლავდიუსი

„მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ყველა ჩემი წოდების ჩამოთვლითაც არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“, „კლა-კლა-კლავდიუსი“, ანდა, მთლად უკეთეს შემთხვევაში – „საწყალი ძია კლავდიუსი“, დღევანდელ დღეს საკუთარი, ერთობ უცნაური ცხოვრების წერად ვჯდები“… ასე იწყება რობერტ გრეივზის “მე, კლავდიუსი” და სათაურთან ერთად ისე წარმოაჩენს წიგნს, რომ იმთავითვე ერთი აზრი გაგიელვებთ – მისტერ რობერტს რომის იმპერატორის – კლავდიუსის – ცხოვრების ამბის თხრობა განუზრახავს… თუმცა თუ ყურადღებით განაგრძობთ კითხვას, მალევე მიხვდებით, რომ ასე არ არის. ერთი შეხედვით კლავდიუსის ავტობიოგრაფიად ჩაფიქრებული წიგნი სინამდვილეში რომის ისტორიაა, უფრო ზუსტად – მისი ძალიან საინტერესო ნაწილი. კლავდიუსი აქ ყველაზე ნაკლებად ჩანს (მხოლოდ ჩვენი “თვალებია”, რომელიც დანახვაში გვეხმარება), თუმცა შესანიშნავადაა აღწერილი იმპერიის ყოფა – ავგუსტუსის, ტიბერიუსისა და კალიგულას მმართველობა, უამრავი სისხლი, ინტრიგა, გარყვნილება, ომი, მსხვერპლი და ჯალათი… ანუ ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც მართავდა ძველი წელთაღრიცხვის დასასრულისა და ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისის რომს – მაშინდელი სამყაროს უძლიერეს იმპერიას…

P.S. წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია. თუ ისტორიული ჟანრი გხიბლავთ, არ ინანებთ – კითხვის პროცესში თავს ისე იგრძნობთ, თითქოს თავად ხართ რომში (ოღონდ უსაფრთხოდ ხართ – არც მოგწამლავენ, არც შიმშილით მოგკლავენ და არც თავს დაკარგავთ) 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: