კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პრაღაში! ეს არ არის ის ფერადი ქალაქი, რომელსაც დღეს ვხედავთ. ეს გუსტავ მაირინკის ნაცრისფერი პრაღაა, რომელშიც დემონები იმალებიან. გეტოს მისტიკურ ქუჩებში უცნაური ადამიანები დადიან უცნაური ისტორიებით, ლეგენდებით, ცხოვრებით… აქ არაფერია ჩვეულებრივი – არც გარემო, არც გმირები, არც სასიყვარულო, დეტექტიური თუ “საშინელებათა” ხაზი… ყველაფერს რაღაც უცნაური “გემო” დაჰკრავს… რაღაც ისეთი… თითქოს ძველ წვიმიან პრაღაში
დავხეტიალობთ და ისე ვეხვევით არაჩვეულებრივ ამბებში, როგორც ობობას ქსელში… გოლემიც სულ ჩვენთანაა… არა, ფიზიკურად არა… უბრალოდ ის ყველგანაა – მთავარ პერსონაჟში, მის სიზმრებში, მის რეალობაში, ჩვენს რეალობაში… იმ რეალობასა და გამონაგონში, რომელთა შორის საზღვარსაც ერთი ჩვეულებრივი ქუდი ჰყოფს… ან იქნებ არც ჰყოფს… იქნებ საზღვარი უბრალოდ არ არსებობს…
P.S. თუ დაინტერესდით, ამ უცნაურ (ეს სიტყვა ამდენჯერ ტყუილად არ მიხსენებია) წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია და ყველა წიგნის მაღაზიაში (მათ შორის სახლიდან გაუსვლელად – booksale.ge-ზეც) ნახავთ.
ბოლო კომენტარები