კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მე-19 საუკუნის რუსეთში! ფიქრობთ, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა? სულაც არა! რუსეთი ზუსტად ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო – კორუფციასა და სიყალბეში ჩაძირული ქვეყანა, რომელსაც “ყველამ გზა უნდა დაუთმოს”. კარგად თუ “მოჩხრეკთ”, ჩიჩიკოვებსაც უხვად იპოვით – “მკვდარ სულებზე” მონადირე “საქმოსნებს”, რომლებსაც ყველა სიხარულით იღებს. რეალურად ხომ სწორედ მასპინძლები არიან მკვდარი სულები და არა ბოლო აღწერის შემდეგ იმქვეყნად წასული გლეხები… მემამულეები ნამდვილად არ არიან “ცოცხლები” (სხვა რომ არაფერი, მხოლოდ მათი მოწყობილი წვეულებები რად ღირს)… არც ჩინოვნიკები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე… და კიდევ ჩიჩიკოვია უარყოფითი პერსონაჟი? ვინ იცის რას იზამდა ის მეორე და მესამე ტომში (გოგოლს მათი დასრულება რომ მოესწრო… იმასაც ამბობენ, რომ ნიკოლაი ვასილევიჩმა “ღვთაებრივი კომედიის” მსგავსად ჯოჯოხეთით დაიწყო და განსაწმენდელისა და სამოთხის შექმნას გეგმავდა)… რუსეთის საზოგადოებას კი აგერ უკვე საუკუნეზე მეტია არაფერი ეშველა… ისევ მკვდარი სულებითაა დასახლებული და ისევ ითხოვს “სივრცეს მოქმედებისთვის”…
P.S. გოგოლი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია, თუმცა ბოლო დროს იშვიათად ვიხსენებ. ახლაც მისი ეს ძალიან კარგი წიგნი “დიოგენეს” გვერდზე გამოქვეყნებულმა ამ ფოტომ გამახსენა და მომინდა, რომ სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა – მალე მუდამ აქტუალური “მკვდარი სულები” “დიოგენეს ბიბლიოთეკას” დაამშვენებს!
მარ 16, 2018 @ 21:10:14
რა მაგარია♡
LikeLike
მარ 16, 2018 @ 21:11:40
გადასარევი ამბავია ❤ წაკითხული წიგნის თარგმნა ასე იშვიათად გამხარებია ^_^
LikeLike
მარ 17, 2018 @ 09:34:23
მე კიდე რომ მეზარება სხვა ენაზე კითხვა მეტადრე რუსულად და არაფერს არ ვკითხულობ მაგიტომ გავიხარე. ქართული თარგმანის ხილვის საშუალება რომ მექნება და კიდევ ის რომ დიოგენე კვლავ აქტიურობს
LikeLiked by 1 person