კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება დისკოს სამყაროში! მერე რა საზოგადოება გვხვდება – თვით სიკვდილი! დიახ, დიახ, ეს ერთობ სიმპათიური და მხიარული ბატონი! მასთან პირადად შეხვედრას, რა თქმა უნდა, არ გისურვებთ (ოდესმე ყველას მოგვიწევს მასთან “ურთიერთობა”, მაგრამ ჯერ არ გვეჩქარება), თუმცა მისი ხილვისთვის თურმე სულაც არ ყოფილა აუცილებელი იმქვეყნად “გამგზავრება”… მორმა (გნებავთ მორტიმერი დაუძახეთ – არ ეწყინება. მთავარია, ბიჭი ან ყმაწვილი არ უწოდოთ) ხომ მასთან “საქმიანი ურთიერთობაც” კი დაამყარა – თვით სიკვდილის მოსწავლე გახდა, თანაც მაშინ, როდესაც დიდი “წარმატებებით” ვერ დაიკვეხნიდა. არავის ეგონა, თუ ეს მოუხერხებელი ბიჭი ვინმეს დააინტერესებდა, ის კი ისე “გათამამდა”, რომ სიკვდილის ცნობილი ცელით ისტორიაც კი “გააპო შუაზე”… ეს როგორ მოხდა და რა მოჰყვა ასეთ არაორდინალურ საქციელს, თავად უნდა ნახოთ… მე თქვენ გეტყვით და წუთით მაინც მოიწყენთ (ჯერ მხოლოდ სიკვდილის “გამხიარულების” პროცესი რად ღირს)…
P.S. მესმის, რომ ტერი პრატჩეტი ადვილი გადმოსაქართულებელი არ არის, თუმცა მაინც სულ ველოდები ახალ თარგმანებს. ისედაც ნეგატიურ გარემოში ვცხოვრობთ და ასე მაინც შევმატოთ პოზიტივი ჩვენს ყოფას 🙂
ბოლო კომენტარები