არტურო პერეს-რევერტე ჩემს ფავორიტ მწერალთა შორისაა. მისი წიგნები ჩემთვის თავბრუდამხვევ თავგადასავლებთან ასოცირდება – ესპანეთში მოგზაურობასთან, ჭადრაკთან, ჩახლართულ დანაშაულთან და ძალიან, ძალიან საინტერესო კვანძის გახსნასთან. სწორედ ამ მოლოდინით გადავშალე “ძველი გვარდიის ტანგოც”…
ვერ გეტყვით, რომ დონ არტუროს ახალი წიგნის ფურცლებზე რაიმე განსაკუთრებული დამხვდა – აქაც ძველებურად იყო ჭადრაკის დაფა, სიყვარული და დიდი აფერა (ოღონდ ამჯერად ნაკლებად საინტერესოდ გადმოცემული). თუმცა ერთი რამ მაინც გამოარჩევდა კომპოზიტორის ცოლის – მეჩასა და ძველი სამხედროს, აწმყოში კი აფერისტი მაქს კოსტას სიყვარულს, რომელიც სამ შეხვედრას მოიცავდა – გემზე (შემდეგ არგენტინაში), ნიცაში და სორენტოში… ეს არის ტანგო! ძველი გვარდიის ტანგო – ვნების უკვდავი ცეკვა, რომელიც ამ ორი ადამიანის გრძნობასავით ათწლეულებს კი არა, საუკუნეებს გაუძლებს…
P.S. უკვე ვთქვი, რომ ეს დონ არტუროს საუკეთესო ნაწარმოები არ არის, თუმცა მაინც სიამოვნებით ვიხილავდი ქართულ თარგმანს. დროა ეს ძალიან კარგი მწერალი ჩვენც დავაფასოთ და “დიუმას კლუბს” მისი სხვა წიგნებიც შევმატოთ (განსაკუთრებით “ფლამანდიურ დაფას” ვისურვებდი).
P.P.S. სულ ბოლოს ტანგოს ჰანგები:
ბოლო კომენტარები