წვრილმანების ღმერთი

ინდური ფილმები ალბათ ყველას გვინახავს. ბოლივუდის ზღაპრული ამბები ახლა უკვე ტელესერიალებში “გადაიზარდა” და კიდევ უფრო დაშორდა რეალობას, თუმცა თუ ინდურ ლიტერატურას (მაგალითად, თაგორს ან რუშდის) იცნობთ, მაშინ კარგად გეცოდინებათ, რომ ნამდვილი ინდოეთი საერთოდ არ ჰგავს ეკრანიდან “მომზირალს”. სინამდვილეში ქალები არ ატარებენ დღეებს ცეკვა-სიმღერაში, არც მამაკაცები არიან “სუპერმენები” და ვერ უმკლავდებიან ას მეტოქეს ერთი დარტყმით… ყველაფერი სულ სხვანაირადაა… ზუსტად ისე, როგორც არუნდატი როის წიგნში…

ნამდვილი ინდოელები იმ ტყუპებივით ცხოვრობენ, რომლებსაც ოჯახისა და გარემოს “დახმარებით” მომავალი ბავშვობაშივე დაენგრათ… კიდევ იმ ქალებივით, რომლებისთვისაც განქორწინება სამუდამო დაღია, ქმართან ერთად ცხოვრება – მუდმივ ძალადობასთან შერიგება, სიყვარული კი – უპატიებელი დანაშაული, ან იმ ქალებივით, რომლებიც საკუთარ უბედურებას სხვების ბედნიერებას სწირავენ და ამ “სიმართლეში” ჰპოვებენ სიმშვიდეს… კიდევ იმ კაცებივით, რომლებიც ბოლომდე არც ევროპელები არიან და არც აზიელები, არც კაპიტალისტები და არც კომუნისტები, არც ქრისტიანობის მიმდევრები და არც ინდუიზმისა, ან ცოლების ცემა არაფრად უღირთ, ან კი ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი “ბილწი” ნაკვალევი წაშალონ, “არასწორი” ქალი უყვარდებათ და თავდავიწყებით ეშვებიან გრძნობის მორევში… დიახ, ესაა ნამდვილი ინდოეთი – ბევრი წვრილმანისგან შემდგარი ბნელი, ტრაგიკული შეფერილობის მოზაიკა…

P.S. ამ ძალიან კარგ წიგნს (რომელმაც თავისი “მრავალწახნაგოვანი სტილით” “თეთრი კბილები” მომაგონა) ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში ნახავთ. ის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” “ლიტერატურული ოდისეის” ნაწილია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: