კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასაფლაოზე! ფიქრობთ, რომ სასაფლაო და სიკეთე ანტონიმებია? სულაც არა! ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როდესაც იქ მცხოვრებ სულებს გაიცნობთ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ადგილი, რომელიც საშიში უნდა იყოს, სინამდვილეში სასიამოვნოა…
აბა, თავად განსაჯეთ – განა ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც დაობლებულ ბავშვს შეიფარებს და მას მკვლელისგან დაიცავს? ცოცხლებში ასეთი წყვილი იქნებ ვერც კი აღმოაჩინოთ, სასაფლაოზე კი არიან. რომ არა ისინი, არავინ არავისია, ანუ ჩვენებურად – ვინი (რუსულ თარგმანში – ნიკი, ორიგინალში კი – ბოდი), ალესილი დანის მსხვერპლი გახდებოდა და ვერ გაიზრდებოდა. ის კი გაიზარდა! ყველა ის ეტაპი გაიარა, რომელსაც ჩვეულებრივი მოზარდი გადის და სასაფლაოს კეთილი და მხიარული “მოქალაქეების” დახმარებით ძალიან კარგ ბიჭადაც ჩამოყალიბდა… ძალიან მაგარ ბიჭად… ზუსტად ისეთად, ასეთი თავგადასავლების შემდეგ რომ უნდა ყოფილიყო…
P.S. ეს ძალიან კარგი წიგნი ქართულადაც გვაქვს (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”). ასე რომ, მოიძიეთ და ისიამოვნეთ. მერწმუნეთ, წინ ისეთი თავგადასავალი გელით, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ, თუმცა ამ სამყაროში დიდი ხნის განმავლობაში “დარჩებით”…
ბოლო კომენტარები