ჩხერკეთელაობა

ნარკომანიაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? ალბათ ძალიან ბევრი. ეს თემა ერთგვარად გაცვეთილიც კია კინოსა და ლიტერატურაში, თუმცა მაინც არსებობს იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც ღრმად აღწევენ ჩვენს გონებაში და დაუვიწყარ ემოციას იწვევენ. სწორედ ასეთი ნაწარმოები შექმნა ირვინ უელშმა…

ირვინის გმირები ჩხერკეთელაობის “მოყვარული” გოგო-ბიჭები არიან. მათთვის აღარავინ არსებობს – არც მშობლები და და-ძმები, არც საყვარელი ადამიანები და შვილები… საკუთარი თავიც კი… ერთადერთი მნიშვნელოვანი “რაღაც” და “ვიღაც” წამალია. წამალი ცვლის ადამიანებს და ცხოვრებას. ამიტომ რენტსი, თიშიკო, ქლიავა, ბეგბი და სხვები სხვა რამეზე ვეღარ ფიქრობენ – მათთვის არც ყველასთვის საოცნებო სწავლა და სამუშაოა მნიშვნელოვანი, არც ახლობლების სიკვდილი… საერთოდ არაფერი… რადგან იციან, რომ შემდეგ კუბოში თავად იწვებიან – ან გადაჭარბებული დოზა მოუღებთ ბოლოს, ან შიდსი, ან რაიმე სხვა ნარკოტიკთან დაკავშირებული “მკვლელი”… მანამდე კი, სანამ ეს წუთი დადგება, ჩვენ გვიყვებიან საკუთარ მოკლე, თუმცა უმნიშვნელოვანეს ისტორიებს, რათა კარგად გავიგოთ ერთი რამ – ჩხერკეთელაობის დაწყება უკვე დასასრულია! ამ ჭაობიდან ამოსვლის იმედი ფუჭია – ფრაზა “როცა მომინდება, გადავაგდებ” უბრალოდ ფრაზაა და მეტი არაფერი… ნამდვილი კაიფი კი სულ სხვა რამეშია (და ამას წამლის ზემოქმედების ქვეშ ვერასდროს შეიგრძნობ) – მაგალითად, მოგზაურობაში, მაგარ მუსიკაში, მაგარ ფილმში, მაგარ ფეხბურთში და კიდევ ისეთ მაგარ წიგნებში, როგორიც ირვინ უელშის “ჩხერკეთელაობაა”… აი, რას “მოაქვს ბოლომე”…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული  თარგმანი “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობამ” შემოგვთავაზა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: