სალმანი ბავშვებისთვის

სალმან რუშდის ალბათ ყველა მკითხველი იცნობს. ზოგს მეტად მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, თუმცა მისი ცხოვრების არაორდინალური ისტორიის შესახებ მაინც ყველას სმენია – ის ხომ “ჩვეულებრივი” ცენზურის მსხვერპლი არ გამხდარა. უბრალოდ კი არ აიკრძალა მისი წიგნი, არამედ პირდაპირ მას – თავად ავტორს – მიესაჯა სიკვდილი. ასეთი ამბის გადატანა არც მისთვის იყო ადვილი, არც მისი მეუღლეებისთვის (ერთი რამ კია “უცნაური” – მიუხედავად ასეთი ჩაკეტილი ცხოვრებისა სალმანი არასდროს არაფერს დაჰკლებია და პირადი ცხოვრებაც არ დავიწყებია) და განსაკუთრებით შვილებისთვის, თუმცა მწერალი მამა ხომ იმით გამოირჩევა სხვა პროფესიის მამებისგან, რომ ყოველთვის მზად აქვს “მხსნელი”, “გამამხნევებელი” ამბები. სწორედ ასეთი თავგადასავლები შეუქმნა სალმანმა თავის შვილებს ზაფარსა და მილანს და მათთვის დაწერა წიგნები ისტორიების მთქმელ მამასა და მის ორ შვილზე.

პირველი წიგნი სალმან რუშდიმ თავის უფროს ვაჟს მიუძღვნა. “ჰარუნი და ისტორიების ზღვა” სინამდვილეში ზაფარის ბრძოლაა ბოროტების წინააღმდეგ, რათა მამის “ხმა” გადარჩეს.. მთავარი გმირი – ჰარუნი – ისაა და მისთვის “ითქვა” ეს ჭეშმარიტად აღმოსავლური ზღაპარი… მეორე წიგნი უმცროსი ვაჟისაა. მილანია ლუკა, რომელიც 18 წლითაა ძმაზე უმცროსი და მასავით ზუსტად 12 წლის ასაკში უწევს სიკეთის მხარეს ბრძოლა, რათა სიცოცხლის ცეცხლი მოიპოვოს და მამა გადაარჩინოს… ალბათ ასე გადაარჩინეს ზაფარმა და მილანმა მამა, რომელსაც აღარც სიცოცხლე უნდოდა და აღარც ამბების მოყოლა… მერე რა, თუ ბავშვებისთვის სალმანი ისე დიდებულად ვერ წერს, როგორც დიდებისთვის. მას ეს უნდა დაეწერა… უნდა შეექმნა აღმოსავლური ხალიჩის მსგავსი წიგნები… სხვაგვარად ვერ “გადარჩებოდა”, როგორც მწერალი…

P.S. ჯერჯერობით ამ წიგნებს ქართულად ვერ ნახავთ, თუმცა სალმან რუშდის არაერთი თარგმანი გვაქვს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: