ვიქნები თუნდაც შტილერი

ვინ არის შტილერი? ის მოქანდაკეა, ამავე დროს მშვენიერი ბალერინის ქმარი, სიბილას საყვარელი, შვეიცარიის მოქალაქე… მაგრამ არსებობს კი ის? ოფიციალურად შტილერი ექვსი წლის წინ დაიკარგა, თუმცა ახლა “შტილერობაში” ბრალს ამერიკის მოქალაქეს – ვაითს – სდებენ… არის კი ის გაუჩინარებული შტილერი? თუ სინამდვილეში ის ამერიკელია და მისი ცხოვრება თავგადასვლებითაა სავსე?

…და საერთოდ სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის? საკანში გაკეთებული ჩანაწერების თანახმად მთხრობელი შეიძლება თამამად მივიჩნიოთ შტილერად და ვაითად… ალბათ ასეცაა… ჩვენ ხომ გვაქვს თავისუფალი არჩევანი და უფლება იმისა, რომ თავად შევქმნათ საკუთარი ცხოვრება – თუნდაც ხელოვნურად. ჩვენ საკუთარი ხელით შეგვიძლია გამოვძერწოთ საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი – სივრცე, რომელშიც ან გენიალური აღმოჩენის “ავტორი” კოვბოი ჯიმი ვიქნებით, ან მოუხელთებელი განგსტერი, ან კი სულაც შტილერი – კაცი, რომელიც გაექცა საკუთარ თავს, საკუთარ დანაშაულის გრძნობას სამშობლოს, საყვარელი ქალის, თავისი “მეს” წინაშე, რომელიც მრავალჯერ დაკარგა (ნებით და შემთხვევით) და იპოვა… იმიტომ, რომ ბოლომდე ვერასდროს აცდები საკუთარ თავს… იქნები თუნდაც შტილერი, იქნები თუნდაც ვაითი, მაგრამ ყოველთვის იქნები ადამიანი…

P.S. ეს შესანიშნავი წიგნი უკვე ქართულადაც გვაქვს. ის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა. ასე რომ, მოიძიეთ და ისიამოვნეთ – ამ წიგნს ხომ ბევრად მეტი “შრე” აქვს, ვიდრე გითხარით (მხოლოდ შტილერის ცოლის, პროკურორისა და მისი მეუღლის ცხოვრება ან თავად შვეიცარია რად ღირს… ვაითის ისტორიებიც…).

Advertisements

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: მაქს ფრიში ჰოლოცენიდან მონტოკამდე | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: