Homo Schaad

გაიცანით – ეს ფელიქს შაადია! ის “შტილერის” და კაფკას “პროცესის” გმირებივით განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ოღონდ მათგან განსხვავებით მისი ბრალდება ცალსახაა – მას ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ! მისი მეუღლე, რომელიც განქორწინების შემდეგ მეძავი გახდა, მოკლული იპოვეს. კრიმინალად ყოფილი ქმარი შერაცხეს, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს (არ შეშინდეთ, ეს სპოილერი არაა)… და სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი…

სასამართლო პროცესი ამჯერად შაადის გონებაში გაგრძელდა. შეიძლება მას სულაც არ ჩაუდენია დანაშაული, თუმცა შინაგანად მან თავი დამნაშავედ გამოაცხადა და ათასჯერ “გადაახვია” კადრები – პროკურორისა და ადვოკატის კითხვები, მოწმეთა (მათ შორის მისი ყოფილი ცოლების – სულ 7 რომ ჰყავდა) პასუხები… და თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს – დიახ, ის ლურჯწვერაა – მოძალადე ქმარი და იმსახურებს სასჯელს – გარიყვას საზოგადოებისგან…

P.S. დაინტერესების შემთხვევაში “ინტელექტის” ქართულ თარგმანს მარტივად მოიძიებთ მაღაზიებშიც და booksale.ge-ზეც. ვერ გეტყვით, რომ ეს “შტილერივით” დიდებული წიგნია (თუნდაც მოცულობით), თუმცა მაქს ფრიშის მარადიული თემა – დანაშაულის გრძნობა აქაც შესანიშნავადაა დახატული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: