ფრიდრიხ დიურენმატი უცნაური მწერალია, ძალიან უცნაური მწერალი… ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა “ავარია” წავიკითხე და “ვიზიტი” ვნახე… და ახლა ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
“მინოტავრს” და „დავალებას, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვებას“ ერთმანეთთან შინაარსობრივად არაფერი აკავშირებთ, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, საერთოს მაინც აღმოაჩენთ. ურჩხული, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს, საკუთარ ორეულებს აკვირდება… ჟურნალისტს, რომელსაც მოკლული ქალის ქმარმა საქმის გამოძიება დაავალა, აკვირდება ყველას და ყველაფერს, მასაც აკვირდებიან, მის დამკვირვებლებსაც აკვირდებიან… და საერთოდ – დიურენმატის სამყარო ერთი დიდი დაკვირვებაა… ზუსტად ისე, როგორც ცხოვრება…
P.S. ვერ გეტყვით, რომ “მარტივად” აღსაქმელი წიგნია, თუმცა დაინტერესების შემთვევაში ქართულ თარგმანს ყველგან მოიძიებთ. ის “დიოგენეს” “Et cetera”ს ნაწილია.
ბოლო კომენტარები