45+45 წუთში ჩატეული ცხოვრება

„მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.(ბილ შენკლი)

ჩემი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ ლიტერატურას ეძღვნება, უკვე ბევრმა იცის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს წიგნებს. ეს არის ფეხბურთი, რომელიც თითქმის 16 წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და “მილანის” – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… ამიტომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “არტანუჯის” სტენდზე თვალომოკრულმა “მწვანე მოედანმა” მაშინვე მიმიზიდა და სანამ თან არ წამოვიღე, არც “გამიშვა”…

ზვიად ბერეკაშვილმა თავი მოუყარა 90 ისტორიას ფეხბურთზე და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლეზე მეტია. თითოეული მატჩი, თითოეული 45+45 წუთი ერთი ცხოვრებაა, რომელიც ზოგისთვის გამარჯვებით სრულდება, ზოგისთვის კი – დამარცხებით. ცხოვრებაა, აბა რა არის? უნიჭიერესი ადამიანები ჭაობიდან ამოდიან და გმირები ხდებიან, ან კი ფუჭად ფლანგავენ საკუთარ ტალანტს, უსამართლობის ან ბედისწერის მსხვერპლნი ხდებიან… ჩვენ კი ვუყურებთ და მათთან ერთად გავდივართ კიდევ ერთი ცხოვრების გზას… ზუსტად ისე, როგორც წიგნის გმირებთან ერთად… იმიტომ, რომ ფეხბურთიც ხელოვნებაა… ჭეშმარიტი ხელოვნება…

P.S. თუ ფეხბურთი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, მაშინ მსოფლიო ჩემპოინატის წინ ამაზე უკეთეს საკითხავს ვერ ნახავთ. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში, მათ შორის ონლაინაც და ისიამოვნეთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: