ბავშვობაში სულ ცოტათი მაინც თუ გიყვარდათ ლიტერატურა, ტომ სოიერი და ჰეკ ფინი არ დაგავიწყდებოდათ. მათი თავგადასავლები ხომ ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილია. მათთან ერთად ვატარებდით 90-იანების ბნელ ღამეებს და სანთლის შუქზე მივუყვებოდით გზას გამოქვაბულის სიღმეებში ან მისისიპის გასწვრივ, გულიანად ვიცინოდით (დღემდე ვერ ვიკავებ თავს, როცა ტომის თითის ამბავი მახსენდება) ვებრძოდით უსამართლობას და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვიმარჯვებდით….
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ახლა, როდესაც ბავშვი აღარ ვარ (ხშირად საკუთარ 27 წელს ვერ ვგრძნობ, მაგრამ ოფიციალურ ციფრებს სად გაექცევი), კიდევ ერთხელ დავუბრუნდი ტომისა და ჰეკის სამყაროს. ვერ გეტყვით, რომ მათი ნაკლებად პოპულარული ისტორიები “იმ” პირველზე უფრო სახალისოა, თუმცა საყვარელ გმირებთან შეხვედრა მაინც ყოველთვის სასიამოვოა. მერე რა, თუ მათ მიერ სამყაროს გარშემო მოგზაურობა და ტომის ბიძის მამულში გამოძიებული მკვლელობის ამბავი დღეს უკვე ოდნავ ბანალურად გვეჩვენება – ეს ხომ ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინია! და, რაც მთავარია, მარკ ტვენი!
P.S. არა მგონია, ეს წიგნები ქართულად ეთარგმნათ. არადა, მშვენივრად ჩაეტეოდა ყველა ერთად ერთ წიგნში…
%(count)s კომენტარი (+add yours?)