იცნობთ დანიილ ხარმსს? ის არც ისე ცნობილია ჩვენთვის, როგორც რუსული ლიტერატურის სხვა დიდოსტატები, თუმცა თუ მის ერთ მოთხრობას, ერთ ჩანაწერს მაინც წაიკითხავთ, აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ეს მისი “ნაკლები მნიშვნელობის” გამო არ მომხდარა. დიახ, ის არ არის კლასიკოსი. ის მეამბოხეა! თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ის დაუპირისპირდა ყველაფერს – ტრადიციულ ლიტერატურულ ფორმებს, საკუთარ სახელსაც კი… ის მწარე რეალობას არარეალური იუმორის “გავლით” გვიჩვენებდა, წერდა ბავშვებისთვის, რომლებიც, როგორც თავად ამბობდა, სძულდა… და თუ თქვენ შეიხედავთ “მის” ფანჯარაში, დაინახავთ დანიილს – არანორმალურ გენიოსს, რომელმაც შექმნა საოცარი ირონიით გაჟღენთილი აბსურდის სამყარო!
P.S. არ შემიძლია არ აღვნიშნო მანანა მენაბდის თარგმანი. ზოგადად რუსულ (ხშირად სხვა უცხოენოვან) ლიტერატურას ქართულად იშვიათად ვკითხულობ, თუმცა ამ შემთხვევაში ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” “ხათრით” მშობლიურ ენაზე “ამეტყველებული” ხარმსის გაცნობა გადავწყვიტე და ოდნავადაც არ განმიცდია დისკომფორტი (დამატებით კომფორტს ქმნის ერთგვარი განხილვებიც, რომლებიც უფრო ამარტივებს ათასგვარი სიმბოლოების აღქმას). ეს ნამდვილად იყო დანიილ ხარმსი, რომელიც, ალბათ დამეთანხმებით, რომ მარტივი სათარგმნი არ უნდა იყოს. უბრალოდ თვალებში რომ ჩახედოთ, უკვე იგრძნობთ მის ძალიან რთულად გადმოსაცემ შინაგან სამყაროს…
ბოლო კომენტარები