აბესალომ, აბესალომ!

“და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!”

უილიამ ფოლკნერის ერთი წიგნი, მისი თუნდაც ერთი პატარა მოთხრობაც კი თუ წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ მასთან “შეხვედრა” მარტივი სულაც არაა… მაგრამ ძალიან სასიამოვნო კი არის. გრძელი წინადადებები (სწორედ “აბესალომ, აბესალომ!” არის ის წიგნი, რომელიც შეიცავს ყველაზე გრძელ – 1288 სიტყვიან – წინადადებას), ფრჩხილები (ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე, რომ ფოლკნერის ხელწერა მაქვს:)))) და იშვიათი აბზაცი და დიალოგი ამძიმებს კითხვის პროცესს, თუმცა ამასთანავე ისე გვითრევს, რომ თავი იოკნაპატოფას ოლქში გვგონია. ზუსტად ასევეა მისი ერთ-ერთი საუკეთესო (ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, რაც უკვე წავიკითხე) ნაწარმოები “აბესალომ, აბესალომ!”

სათაური ბიბლიურია და დავითის ვაჟის, აბესალომის სიკვდილს უკავშირდება… და არა მხოლოდ სათაური. აქ კიდევ მრავალ ბიბლიურ ალუზიას შეხვდებით (დეტალებს არ გაგიმხელთ, რადგან სწორედ მათში აღმოვაჩინე მოულოდნელობები და მინდა, რომ თქვენც განიცადოთ ის განცვიფრება, რაც მე მხვდა წილად)… და კიდევ ნამდვილ ამერიკულ ცხოვრებას. სატპენი ხომ სწორედ ამერიკის სამხრეთია – ადამიანი, რომელიც აღზევდა და დაეცა, რომელმაც საკუთარი ცრუ იდეალებისა (მათ შორის, რასიზმის) და საკუთარი უძლეველობის განცდის გამო ყველაფერი დაკარგა. ეს პირველივე ფურცლებიდანვე ნათელია, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით არავის არაფერი უნახავს. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კვენტინ კომპსონიც, გვიყვება სატპენების ოჯახის განადგურების ამბავს, თუმცა სიმართლე ბოლომდე არავინ იცის, რადგან, როგორც ხდება ხოლმე, ჭეშმარიტებას თვალს ვერავინ უსწორებს. ყველას თავისი სიმართლე აქვს ერთი ოჯახის, სამხრეთის, მონობის, რასიზმის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომის, ზოგადად ამერიკისა და ცხოვრების შესახებ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ბოლო დროს “პალიტრა L”-მა ის ორჯერ გამოსცა… თუ ფოლკნერს აფასებთ, ნახეთ და ისიამოვნეთ… მერე რა, რომ პიქუში წიგნია. უილიამის ხიბლი ხომ სწორედ ესაა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: