სტუმრად კონსერვის რიგში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონსერვის რიგში! აი, ლი ჩონგის მაღაზია. არ მოგერიდოთ, ჩინელი მეპატრონე კეთილი კაცია და ნისიადაც მოგცემთ სასურველ პროდუქტს. მერე “დათვის დროშაში” შეიარეთ და ბორდელის მეპატრონე დორას (შემდეგ მის მემკვიდრე ფაუნას) გაესაუბრეთ. ვისკი გნებავთ? იდას მიმართეთ და შემდეგ აუცილებლად შეიხედეთ “მაწანწალების სასახლეში”. მაკი და მისი ძმაკაცები გელიან. ბიოლოგიური ლაბორატორიის მესაკუთრეს – დოკს – ჯერ დღესასწაული უნდა მოუწყონ, შემდეგ კი ტკბილ ხუთშაბათს ცოლი შერთონ. რატომ? იმიტომ, რომ დოკი ჯიგარია და კიდევ იმიტომ, რომ მონტერეიში ადამიანები ერთი ოჯახივით ცხოვრობენ – ერთად უხარიათ, ერთად სწყინთ, ერთად ქმნიან იმ სევდიან და ამასთანავე მხიარულ ისტორიებს, რომლებიც ერთდროულად ცრემლსაც იწვევენ და ხმამაღალ სიცილსაც… ჯონ სტაინბეკი ხომ ის ადამიანია, რომელმაც შექმნა ტორტილა ფლეტის სამყარო – სიკეთით სავსე ქალაქი…

P.S. თუ დაინტერესდით, “არტანუჯის” მიერ შემოთავაზებულ “კონსერვის რიგს” მარტივად მოიძიებთ, მათ შორის ონლაინაც… და ძალიანაც ისიამოვნებთ. აქ ხომ საოცრად მრავალფეროვანი გმირები დაგხვდებიან (მერის მაინც ვერ ვივიწყებ. სულ ერთხელ ჩნდება, მაგრამ რამდენ ემოციას გვიტოვებს)… მათვე შეხვდებით “ტკბილ ხუთშაბათშიც”, რომელსაც იმედია მალე თარგმნიან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: