ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება

“მე მინდა ღმერთი, რომლის წინაშეც ფეხზე გახდა, დაჩოქება და ვინმეს ხელზე მთხვევა არ დამჭირდება, ღმერთი, რომელიც გაიგებს ჩემს მარტოობას”. (ორჰან ფამუქი – “თოვლი”)

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობენ სკანდალური მწერლები. მათ უმეტესობას განსაკუთრებული (ამ კუთხით) არაფერი დაუწერია, თუმცა მორალისა თუ რწმენის “დამცველები” მაინც აქტიურად იბრძვიან მათ წინააღმდეგ და აკრძალვით (ზოგჯერ დაწვითაც) ცდილობენ საკუთარი “შეურაცხყოფილი გრძნობების” ხსნას. აკრძალულ მწერალთა შორისაა ნიკოს კაზანძაკისიც, რომელმაც სცადა ყველაზე რთული რამ – ქრისტეს სახის ახლებურად გააზრება.

რეალურად კაზანძაკისის წიგნში არაფერია მკრეხელური. ყველას გვყავს ჩვენი ღმერთი, ნიკოსის ღმერთი კი ასეთია – ის არის კაცი, რომელმაც საკუთარ თავში დასძლია ღმერთიც და სატანაც და თავად გახდა ღმერთი. სწორედ ეს მგონია აქ გადამწყვეტი – ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გზა განღმრთობისკენ და არა ის შესაძლო უზუსტობები, რაც მწერალმა დაუშვა (ეს წიგნი ხომ მისი ფანტაზიის ნაყოფია და არა ისტორიული ნაშრომი). მნიშვნელოვანი ხომ ის კი არ არის, თუ როგორი ადამიანი იყო ზებედე ან რომელ ქალაქში დაიბადა იესო, არამედ ის, რომ ცოდვებით სულდამძიმებულ ადამიანს (და არის კი ვინმე უცოდველი? თუნდაც ეგონოს, რომ არის) შეუძლია განვლოს გზა ჯვრების დამზადებიდან ჯვარცმამდე… შინაგანი ბრძოლის გზით ის აუცილებლად დაამარცხებს ყველა ცდუნებას (უკანასკნელ ცდუნებაზე არაფერს გეტყვით – ეს დიდებული ეპიზოდი თავად უნდა ნახოთ) და მიხვდება, რომ გოლგოთაზე არაფერი მთავრდება… ეს მხოლოდ დასაწყისია… აქ იწყება ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც არ არის სადღაც ზეცაში – ის ჩვენთანაა და ძალიან კარგად ესმის ჩვენი, რადგან თვითონაც ადამიანია – თავისი სისუსტეებით, შიშით, მარტოობით, გრძნობებით, ტკივილებით, ცდუნებებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით… სწორედ ესაა ჩვენი და ნიკოსის ღმერთი…

P.S. თუ დაინტერესდით, ამ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “ინტელექტის” “აკრძალული წიგნების თაროს” ნაწილია და ნებისმიერ მაღაზიაში აღმოაჩენთ (მათ შორის, ონლაინაც).

P.P.S. ეპიგრაფად გამოყენებული ფრაზა თავად ვთარგმნე რუსული ვერსიიდან. ასე რომ, მომიტევეთ უზუსტობისთვის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: