უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს

“მშობლებმა ყოველთვის შვილებზე მეტი იციან, სამაგიეროდ შვილები მშობლებზე ჭკვიანები არიან”.

ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, თუმცა წლებთან ერთად ნელ-ნელა ვივიწყებთ წარსულს… სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პერიოდულად უკან დაბრუნება და გარემოს ბავშვის თვალით აღქმა… ამაში კიდევ ერთხელ გვეხმარება ჯონათან საფრან ფოერი, რომელმაც შექმნა ოსკარ შელი – ბავშვი საოცრად ფერადი სამყაროთი…

ერთი შეხედვით ოსკარი ჩვეულებრივი ბიჭია… შეიძლება თავის თანატოლებზე ოდნავ ჭკვიანი, რაც ცალსახად მისი მშობლების (განსაკუთრებით, მამის) დამსახურებაა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი. თუმცა ერთ დღეს მისი ცხოვრება ინგრევა. 11 სექტემბერს უამრავ ადამიანს დაემართა იგივე, მაგრამ ბავშვის (განსაკუთრებით, ასეთი გონებრივად განვითარებულის) ფსიქიკა ყველაფერს ვერ უძლებს. თუ დედამ ქმრის დაკარგვით გამოწვეულ სტრესთან გასამკლავებლად ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება და მხარდაჭერის ჯგუფში გაერთიანება, შვილის დაცვის კონკრეტული ხერხი აირჩია, ბებიამ და ბაბუამ კი ტკივილთან ბრძოლა წინაღმდეგობრივი წარსულის გახსენებით გადაწყვიტეს, ოსკარმა საკუთარი გზა გამონახა. ის უამრავ ფობიას თავისებურად დაუპირისპირდა და მამის სიკვდილის შემდეგ პატარა გამოძიება დაიწყო… როგორ ჩაირა ამ ამბავმა, თავად ნახეთ და ისიც კარგად დაიმახსოვრეთ, რასაც ოსკარი და ჯონათანი გვეუბნებიან – სანამ საყვარელი ადამიანები წარმოუდგენლად ახლოს არიან, მანამდე უსაშველოდ ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს ისინი!

P.S. ამ ძალიან სევდიან, თუმცა ამასთანავე ძალიან იმედიან წიგნს (ოსკარი ზოგჯერ ცრემლს მოგგვრით, ზოგჯერ კი გაგაღიმებთ) მარტივად მოიძიებთ. ის “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ნაწილია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: