კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზეფირში – კორის ბავშვობაში! ან იქნებ თქვენს საკუთარ ბავშვობაში… ჩვენ ხომ ყველანი ვოცნებობდით თავგადასავლებზე… ეს ნატვრა უმეტესობას მხოლოდ რობერტ მაკამონის მსგავსი მწერლების დახმარებით აგვიხდა, თუმცა იშვიათად მაინც ხდება გამონაკლისი, როგორც კორის შემთხვევაში…
კორი 12 წლისაა და წერს… ის წერს იმაზე, რაც თავს გადახდა… წერს მშობლიურ ქალაქზე… კიდევ ძალიან კარგ, მე ვიტყოდი, სამაგალითო, მშობლებზე (ეს განსაკუთრებით კარგად დავინახე, რადგან ეს წიგნი “შუშის სასახლის” შემდეგ წავიკითხე), ძალიან საინტერესო თანაქალაქელებზე (თითოეული მათგანი ისე ოსტატურადაა “გამოძერწილი”, რომ არც კი ვიცი, რომელი გამოვყო), ერთგულ მეგობრებზე, სიკვდილთან პირველ შეხვედრებზე, დიდ ბოროტებაზე , დიდ სიკეთეზე, დიდ დანაშაულზე (მკვლელობასა და რასიზმზე)… მოკლედ, ბავშვობაზე – წლებზე, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეუცვლელია… და ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ თავს ზეფირის მოქალაქე მოზარდად გრძნობთ და საკუთარი თვალით ხედავთ ყველაფერს… თავად დააქროლებთ ველოსიპედ რაკეტას და ნელ-ნელა იზრდებით… სწორედ ასეთი უნდა იყოს ძალიან კარგი წიგნი, არა?
P.S. “ბიჭის ცხოვრებას” მარტივად მოიძიებთ. ბათუმელების თარგმანი ყველა მაღაზიაში (მათ შორის, ონლაინაც) დაგხვდებათ.
P.P.S. ბოლოს კორის საყვარელ სიმღერას მოვუსმინოთ 🙂
აგვისტო 04, 2018 @ 18:34:13
როგორ მიხარია, რომ მოგეწონათ ^_^ თარგმნის პროცესი ძალიან ემოციური იყო 🙂
LikeLiked by 1 person