ზაფხული რეისთან ერთად

ალბათ დამეთანხმებით, რომ ზაფხული წელიწადის საუკეთესო დროა, განსაკუთრებით ბავშვობაში. ეს ხომ 3 თავისუფალი თვეა, როდესაც იმას ვაკეთებთ, რაც გვსურს – მეგობრებთან ერთად ვერთობით, ნაყინს მივირთმევთ და არ ვფიქრობთ, რომ წინ შემოდგომაა… ზუსტად ასეთ ისტორიებს გვიყვება რეი ბრედბერი – ხან ბაბუაწვერას ღვინოს გვთავაზობს, ხან ზაფხულს ემშვიდობება… ეს ყველაფერი კი გრინთაუნში ხდება – ჩვენს საყვარელ “ლიტერატურულ” ქალაქში…

გრინათაუნის ამბებია კრებულში “ზაფხულის დილა, ზაფხულის ღამე”. აქ უამრავი სასიამოვნო ისტორიაა, რომლებიც საზაფხულო განწყობას გვიქმნის (ცალ-ცალკე აღარ შევჩერდები, თუმც მის ბიდველის და მისი სიყვარულის ამბავი მაინც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა). ნაკლებად “გასართობია” “ბოროტი მოდის”, თუმცა, როგორც ყოველთვის, “მოცულობითი” წიგნი უფრო დინამიურია, ვიდრე მოთხრობები (რომლებიც, სტივენ კინგს თუ დავესესხებით, სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას კი ჰგავს, მაგრამ ძალიან მალე მთავრდება და ამით “აფუჭებს” მთელს სიამოვნებას). აბა, თავად განსაჯეთ – ქალაქში კარნავალი ჩამოდის და მერე რა ატრაქციონებით! ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ვილიმ და ჯიმმა (რომლების, სხვათაშორის, 30 და 31 ოქტომბერს დაიბადნენ და ხასიათიც შესაბამისი დაჰყვათ – ვილი რეალურად – “ნათელი” მხირდან უყურებს სამყაროს, ჯიმი კი “ბნელ” მხარეს უფრო ხედავს და თავგადასავლები სწყურია) მისი მონახულება გადაწყვიტეს… გადაწყვიტეს და ისეთ თავგადასავალში გაებნენ, რომ, მგონი, არავინ ინატრებს. ბოროტ ძალასთან შეხვედრა ხომ არავის უნდა – თუნდაც ის ბავშვებს გაზრდას სთავაზობდეს და ვილის ასაკოვან მამას გაახალგაზრდავებას… ყველაფერი “ნამდვილი” სჯობს – ასაკიც, ცხოვრებაც… და ღიმილიც, რომელსაც ბოროტების დამარცხება შეუძლია…

P.S. თუ თქვენც გიყვართ რეი, მოიძიეთ “პალიტრა L”-ის “ბოროტი მოდის”. ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემი ფავორიტი ნაწარმოებია მისტერ ბრედბერის შემოქმედებაში (სიმართლე გითხრათ, ბოროტი ძალის მეტად “გახსნა” მინდოდა – ტანმოხატული კაცი ცნობილი ფიგურაა ამ მწერლის წიგნებში და აქ მისი სახე “ფერმკრთალი” მეჩვენა), თუმცა უდავოდ “ჩამთრევი” კი არის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: