სტალინის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, რადგან საბჭოთა ისტორია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. ამ ეპოქის სწორად გააზრება ღირსეული მომავლის შექმნისთვის აუცილებლად მიმაჩნია და ამიტომ… სტალინი, რა თქმა უნდა, ბოროტების იმპერიის ცენტრალური ფიგურაა და მისი ცხოვრების სხვადასხვაგვარი ანალიზი არ შეიძლება უინტერესო იყოს…
სულ სხვა კუთხითაა ნაჩვენები სტალინის ბავშვობა და ზოგადად მისი ცხოვრების წლები ქეთევან დავრიშევის წიგნში “სხვა იოსები”. ქალაბტონი ქეთევანი დამიანე დავრიშევის შვილიშვილი გახლავთ, სწორედ იმ დამიანესი, რომელიც სტალინის მამობის ერთ-ერთ “კანდიდატად” მოიაზრება. რეალურად არავინ იცის, ვინ იყო იოსებ ჯუღაშვილის მამა (ბოროტი ენები იმასაც კი ამბობდნენ, რომ თავად კეკემაც კი არ იცოდა ეს), თუმცა იოსებ დავრიშევის – მისი სავარაუდო ძმის – ფოტო აშკარად აღძრავს ეჭვებს. სხვა იოსები ძალიან ჰგავს ბელად იოსებს და მათი საერთო ბავშვობის, ძალიან განსხვავებული, თუმცა ხშირად გადამკვეთი ახალგაზრდობისა და შემდგომ რკინის ფარდის სხვადასხვა მხარეს გატარებული ბოლო წლების ამბების კითხვა ერთი სიამოვნებაა… ეს იმიტომ, რომ ქეთევან დავრიშევი მიგვიძღვის გორის ქუჩებში, რევოლუციურ თბილისსა და ევროპაში და გვიამბობს ნამდვილ (შიგადაშიგ საკუთრი ინტერპრეტაციებით, რადგან მისი დიდი ბაბუა იოსები ფრიად იდუმალი ადამიანი გახლდათ და ისეთი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ ოჯახის წევრებსაც კია რ სწყალობდა) ისტორიას სხვა იოსების შესახებ, რომელიც მსოფლიო ისტორიისთვის არავინაა, თუმცა უმნიშვნელოვანესი ადამიანია საქართველოსთვის… ზუსტად ისე, როგორც თითოეული ქართველი საკუთარი ეპოქისთვის…
P.S. თუ თქვენც იზიარებთ ჩემს ინტერესს, მაშინ “არტანუჯის” გამოცემას მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც).
ბოლო კომენტარები