ეროფეევი. კარგი სტალინი

საბჭოთა ისტორიის სწორად გააზრება რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავლისთვის, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა ეს საკმარისი არაა. ამ თემაზე უფრო ხშირად, მეტიც – მუდმივად, უნდა ვიფიქროთ. ამაში კი ყველაზე კარგად ლიტერატურა გვეხმარება, განსაკუთრებით – ბიოგრაფიები.

როდესაც გვარი ეროფეევი გვესმის, ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ პირველ რიგში ცნობილი “მოსკოვი-პეტუშკის” ავტორი ვენედიქტი გვახსენდება, მაგრამ თურმე რუსულ ლიტერატურას (რომელიც, როგორც ვასილი აქსიონოვი იტყოდა, საიდუმლო პოლიციის გადა, ერთადერთი დიდებული რამაა, რაც რუსებმა შექმნეს) ჰყავს კიდევ ერთი არანაკლებ (თავისებურად, მეტადაც კი) საინტერესო ეროფეევი – ვიქტორი. მისდამი ასეთი ინტერესი დაბადებიდანვე განსაზღვრული იყო, მაგრამ სულ სხვა კუთხით. საბჭოთა დიპლომატის ვაჟისგან მინიმუმ ბრწყინვალე დიპლომატიურ კარიერას ელოდნენ, ის კი მწერალი გახდა – თანაც “დისიდენტი მწერალი”. ვერ ვიტყვით, რომ ეს მთლად მოულოდნელი ამბავი უნდა ყოფილიყო, რადგან ვიქტორი იყო იმ მცირედთა შორის, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება ენახათ დასავლეთი – ადგილი, რომელიც რეალურად იყო ნამდვილი (და არა “გამოგონილად ბედნიერი”) ცხოვრების ადგილი და არა “ბინძური ევროპელების” საცხოვრებელი, როგორც ამას რუსი მოახლეები ამბობდნენ. არც მამასთან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებაა ახალი (აკი თავად დასცინის ფროიდს), თუმცა მისი ბიოგრაფიული წიგნი “მამაჩემი.კარგი სტალინი” ფრიად საინტერესო საკითხავი გახლავთ… ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ვიქტორ ეროფეევი იყო ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე (თუნდაც პრივილეგირებული), აღსავსე წინააღმდეგობებით სტალინის მიმართ (ის ხომ სტალინს ეძებდა რუსეთში, როგორც ქვეყანაში, მამაში, საკუთარ თავში) და ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა მწერალი, რომელიც გასცდა სოციალისტური რეალიზმის საზღვრებს და დაწერა მოთხრობა არა დიდ ბელადზე, არამედ საბჭოთა ტულეტზე… საკუთარ მამაზე და არა სტალინზე…

P.S. თუ თქვენც იზიარებთ ჩემს ინტერესს საბჭოთა ისტორიის მიმართ, მაშინ “ინტელექტის” გამოცემას მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც). მერწმუნეთ, წინ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი “მოგზაურობა” გელით… მერე რა, თუ ეს ერთი ადამიანის ბიოგრაფიაა. ეს არის მოგზაურობა ჩვენს საერთო წარსულში…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: