აურზაური საბჭოთა ექსპრესში

„…რაიც მერე ვაგონში დატრიალდა, იმას საბჭოთა კინოში კომედიათ ვერავინ გადეიღებდა…”

მობძანდით, ბატონო, მობძანდით! დაჩქარდით პატარა, მატარებელმა არ გაგასწროთ! ბილეთის შოვნა რავარი საქმეა, ქე გეცოდინებათ და დაგვიანება რაფერ იქნება! თან რა საზოგადოება შეკრებილა საბჭოთა ექსპრესში – აქეთ ჩვენი მთავარი აბიექტი, ძველი რავალუციანერკა და სუფრაჟისტკა მუსჲა ერისთავი-რეტინგერი დასდგომია მოსკოვის გზას, რომე “თლა იმას” შეხთეს და თავისი “წაყვანილი” ქმარი გამეიხსნას, იქეთ კიდო ათასი ჯურის ხალხი – მოქეიფე “ფინანსისტები”,  სევდიანი აფიცერი, აქა-იქ ჩამალული შინსახკომელები, მუსჲას ძველი ლუბოვი და სხვა მრავალი… ჰო, რეჟისორი ეიზენშტეინიც თავისი ქალბატონითურთ… დიახ, დიახ “პაწიომკინის” ავტორზე გეუბნებით – ორდენოსანზე (მერე რა, თუ ისიც იმერულ კილოზე საუბრობს)… ა, ამფერი მგზავრების გვერდით მოგიწევთ მოსკოვამდის ჩასვლა და კი მიხთებით, რაც გელით წინ – დიდი აურზაური თავისი გადარევებით, სისხლებით, სიცილით და სევდით… და კიდევ ნამეტანი საბჭოთა ბოლოთი…

P.S. აკა თუ ჩემსავით გიყვართ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ეს გამოცემა არ უნდა გამოტოვოთ. არა, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ეს მისი საუკეთესო წიგნია, თუმცა ერთი ცალსახაა – თან იხალისებთ და თან საბჭოთა წარსულსაც კიდევ ერთხელ გადაავლებთ თვალს, რაც, კი მოგეხსენებათ, რომ ფრიად სასარგებლო საქმე გახლავთ 🙂

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: