რატომ ირჩევენ რუსები პუტინს

რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? ალბათ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის ხშირად დაგისვამთ, თუმცა პასუხის პოვნა გაგჭირვებიათ. ამის გაკეთება რთულია, როდესაც რუსეთში არ ცხოვრობთ და მოვლენებს გარედან (თუნდაც მცირე მანძილიდან) უყურებთ, მაგრამ თუ ბერნარ მორის წიგნს გადაშლით, ბევრ რამეს მიხვდებით…

ნორვეგიელი ჟურნალისტი ბერნარ მორი რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ის რუსულ პრესაში მოღვაწეობდა და ამიტომ ჩახედულია შიდა სამზარეულოში, ბევრი ნაცნობიც ჰყავს. სწორედ საკუთარი ნაცნობ-მეგობრების დახმარებით სცადა მან იმის გარკვევა, თუ რატომ აკეთებენ რუსები არჩევანს ცალსახად დიქტატორული მიდრეკილებების მქონე პრეზიდენტის სასარგებლოდ. ის ხომ მათ სიტყვის თავისუფლებას, ნორმალური განათლების, მკურნალობის, ღირსეული სიბერის უფლებასაც კი ართმევს… ხშირად სიცოცხლისაც… როდესაც საქმე ასაკოვან ადამიანებთან გვაქვს, ეს მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ არ არის მარტივი იმის დანახვა, რომ ახალგაზრდა, განათლებული ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ და შესაბამისად არანაირი მოგონება არ უნდა უშლიდეთ ხელს, მაინც პუტინს ირჩევენ. მათი გონება არ უნდა იყოს მოწამლული იმ საყოველთაო შიშითა და მორჩილებით, რომლებიც სტალინმა დანერგა… არც იმპერიალისტური იდეები უნდა აწუხებდეთ, თუმცა ფაქტი სახეზეა… რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიესალმება ყირიმისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას (ოპოზიციონერებიც კი სიხარულით ხვდებიან იმპერიის გაფართოებას) და მეტიც – რუსეთის საზღვრებს ფორმალურად მიიჩნევს (აკი პუტინმა თავად ასწავლა ბავშვს – რუსეთს საზღვრები საერთოდ არ აქვსო). მათთვის მთავარი საფრთხე დასავლეთია, რომელიც თითქოს ყოველგვარი მანკიერების სათავეა (თუმცა განათლებისა და მკურნალობისთვის საუკეთესო ადგილია), პუტინი და რუსული ეკლესია კი – კეთილდღეობის გარანტია… მთავარი ხომ სწორედ ესაა – პირადი კეთილდღეობა (თუნდაც ილუზორული)… ვის ადარდებს საკუთარი მიწიდან განდევნილი მეზობლები ან სულაც თანამემამულეები, რომლებიც სოფლებში გადადიან და შვილებს სკოლაშიც კი არ უშვებენ, რომ ისინიც ასეთ ზომბირებულ სოვიეტისტებად არ იქცნენ… დიახ, ეს ადამიანები მენტალურად ისევ საბჭოეთში ცხოვრობენ და ისინი ირჩევენ პუტინს – სტალინის ალტერნატიულ ვერსიას – რათა შექმნან მოჩვენბითად ბედნიერი, სინამდვილეში კი – სისხლიანი იმპერია… გუშინ მათ აირჩიეს სტალინი, დღეს ისინი ირჩევენ პუტინს, ხვალ ისინი აირჩევენ ნავალნის (რომელიც ყირიმის “დაბრუნებას” “ველიკოდერჟავული” აღტკინებით შეხვდა), რუსეთში კი არაფერი შეიცვლება… არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ არ ამოიძირკვება იდეოლოგია, რომელიც მუდმივ პროპაგანდაზე, ნაციონალიზმზე, ჰომოფობიაზეა დაფუძნებული…

P.S. ამ თემის ლიტერატურული ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ამიტომ გირჩევთ, რომ მოიძიოთ “არტანუჯის” ძალიან საინტერესო გამოცემა (მათ შორის, ონლაინაც).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: