რუსული ქარბუქი

ქარბუქი… ტრადიციული რუსული ქარბუქი… ამჯერად ქარბუქში საქმროსთან შესახვედრად წასული მარია გავრილოვნა არ დაკარგულა… არც ტოლსტოის გზააბნეული გმირი… გზას ექიმი გარინი ასცდა, რომელმაც ვაქცინით დაზომბებისგან უნდა იხსნას ადამიანები… არც მოვლენები ვითარდება პუშკინის დროს (თუმცა მწერლის ენა “ძველებურად” დახვეწილია), თუმცა ეპოქასა და პერსონაჟებს რა მნიშვნელობა აქვს… მთავარი გმირი და მოქმედების ადგილი ხომ ქარბუქია… ქარბუქი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრებას, ბედისწერას… ადამიანები ხომ დამოკიდებულნი არიან რუსულ გეოგრაფიაზე… ისინი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან და რა მიზანი ამოძრავებთ, მაინც იკარგებიან უსაზღვრო რუსულ სივრცეში, რომელშიც დრო გაჩერებულია, ყველაფერი იმტვრევა, გზა კი არავინ იცის სადაა, რადგან მისი მონიშვნა არც სჭირდებათ… ესაა რუსული ცხოვრება საუკუნეების მანძილზე – ცხოვრება ქარბუქში…

P.S. ძალიან მიხარია, რომ ვლადიმირ სოროკინი ქართულად აქტიურად ითარგმნება. დაინტერესების შემთხვევაში “ინტელექტის” გამოცემულ “ქარბუქსაც” მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც) და საკუთარი თვალით ნახავთ ყველაფერს – კიდევ ერთ რუსულ ქარბუქს, “პირამიდის საიდუმლოს” და ზოგადად ნამდვილ რუსეთს… თუ რუსული ლიტერატურა გიყვართ, არ ინანებთ – ეს პატარა წიგნი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: