პლატონოვის სამყარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანდრეი პლატონოვის სამყაროში! ეს ქვაბულია, რომელსაც იდეისთვის თხრიან და მასზე აშენებულ სახლში სურთ ხალხის შესახლება (რა თქმა უნდა, მხოლოდ ღირსეულების. დანარჩენებს აკულაკებენ და შორს უშვებენ). ამ საერთო საქმისთვის თავს არ ზოგავენ, მაგრამ ხანდახან ფიქრებიც შეეპარებათ ხოლმე – იქნებ არც “ძველები” ცდებოდნენ ყველაფერში? იქნებ მათი მომავალი ნაცრისფერია და არა ისეთი ნათელი, როგორიც ჰგონიათ? შეიძლება, რომ მომავალი სხვანაირი იყოს, როცა პატარა ბავშვიც კი ლენინის სიტყვებს ციტირებს და კლასობრივ განადგურებას მოითხოვს? რა ეშველებათ მათ, ვინც ფიქრობს? ყველანი ხომ “მკვდარი სულები” არიან – რევოლუციის შემდგომი ეპოქის “მკვდარი სულები”…

…ეს ჯანია – სული, რომელიც ბედნიერებას ეძებს… ხალხი, რომელსაც უდაბნოდან ცივილიზაციისკენ მიუძღვის ნაზარ ჩაგატაევი…

…ეს ჩევენგურია – ადგილი, სადაც “ნამდვილი კომუნიზმია” და მისთვის თავდადებული, რეალურად კი ქარის წისქვილებთან მებძოლი მოხეტიალე რაინდები…

…ეს ანდრეი პლატონოვის სამყაროა – იმ კაცის, რომელსაც მსოფლიოს მთავარმა დიქტატორმა ნიჭიერი ნაძირალა უწოდა…

P.S. თუ დაინტერესდით, “ინტელექტის” “აკრძალული წიგნების თაროს” მორიგ წიგნს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც). ალბათ პოსტიდანაც მიხვდებოდით, რომ ამ არაოფიციალურ ტრილოგიაში საუკეთესო “ქვაბული” მგონია, თუმცა არც დანარჩენებია ურიგო… ოღონდ პლატონოვის არცთუ ისე მარტივ სტილს უნდა “მოერგოთ”…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: