პატარა ქვეყანა

გახსოვთ ლაშა ბუღაძის “პირველი რუსი” და მასთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალი? თავად მოთხრობა ალბათ ბევრს არც არავის დაამახსოვრდებოდა (ლაშამ მას შემდეგ ობიექტურად ბევრად უკეთესი ნამუშევრები შემოგვთავაზა – საუკეთესოზე კი – ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა – სწორედ ახლა გიყვებით), რომ არა მის ირგვლივ ატეხილი “ჩოჩქოლი”… პირადად მე ესეც ბუნდოვნად მახსოვს (ასაკიდან გამომდინარე, მოთხრობის წაკითხვა, რა თქმა უნდა, არ მიცდია), თუმცა მეხსიერებაში მაინც ჩამრჩა “დღესასწაულივით” ჩართულ ტელევიზორში ატეხილი აურზაური… და აი ახლა, წლების შემდეგ, ლაშა ისევ მიუბრუნდა თავისი ცხოვრების იქნებ გადამწყვეტ ეპიზოდს და ჩვენს თვალწინ გააცოცხლა ეპოქა – საბჭოეთის ბოლო და დამოუკიდებლობის პირველი წლები, ჩაბნელებული თბილისი და ახლადგამოჩენილი პოლიტიკოსები, ლიბერალები და სასულიერო პირები… გარემო, რომელშიც მოხდა ეს ყველაფერი – ახალგაზრდა მწერალი, რომელსაც გვერდს ახალგაზრდების ჯგუფი უმაგრებდა, ლამის ანათემას გადასცეს “მორალისა და რწმენის” დამცველებმა და რისთვის? ერთი პატარა მოთხრობისთვის, რომელიც სწორედ მათ აქციეს პოპულარულად, იმდენად პოპულარულად, რომ დღეს მას მთელი 500 გვერდი მიეძღვნა…

…და იცით, რა მიხარია? ის, რომ ახლა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა ეს წიგნი, ჩვენ წავიკითხეთ და ამას არაფერი მოჰყოლია სუბიექტური ლიტერატურული სიამოვნების გარდა. არავინ დახვედრია ლაშა ბუღაძეს სახლთან, არც გამომცემლობის კარებთან დაბანაკებულან “შეურაცხყოფილები” და არც ჩვენთვის დაუშლია ვინმეს წიგნის ყიდვა… ამ წიგნშიც არის ნახსენები თამარ მეფე, კიდევ – პატრიარქი, სამღვდელოება (თვით ცნობილი შორენაც კი) და სამი პრეზიდენტი, მაგრამ დღეს აქ 21-ე საუკუნეა – როგორც იქნა, დადგა დრო, როდესაც ყველაფერს ვწერთ, ვკითხულობთ, ვამბობთ და არ გვეშინია… იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაშიც არის თავისუფლება – მერე რა, რომ ისედაც პატარა ქვეყნის 20% “ერთმორწმუნე გიორგი-რუსების” მიერაა ოკუპირებული… რადგან ერთ გამარჯვებას მივაღწიეთ და გავიაზრეთ (უმრავლესობამ მაინც), რომ თამარ მეფეს და ღმერთს არაფერი სწყინთ და დაცვა ან ბოდიში არ სჭირდებათ, კიდევ ბევრს მივაღწევთ…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: