პერუ… ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებელი… ეს ის ადგილია, სადაც მარიო ვარგას ლიოსა სწავლობდა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მან ასე რეალისტურად აღწერა იქაური ყოფა… არც ისაა საოცარი, რომ ეს წიგნი აიკრძალა…
ლიოსა გვიყვება კადეტთა ყოფაზე, მათ წარსულზე, რაც, რა თქმა უნდა, არ “ერგება” სამხრეთ ამერიკის “სტანდარტებს”. არავის სურს, რომ მსოფლიომ შეიტყოს, თუ როგორი მდგომარეობაა სამხედრო სასწავლებელში და მის გარეთ… ასეთმა ცნობილმა მწერალმა კი ეს მოახერხა – ჩვენამდე მოიტანა ამბავი იმ სისატიკეზე, რომელის სუფევს სასწავლებლის კედლებს მიღმა და მის გარეთ… გვაჩვენა, როგორ აიძულებენ მშობლები შვილებს, რომ კადეტები გახდნენ, რათა სურთ, რომ მათგან ნამდვილი მამაკაცები შექმნან, ამის ნაცვლად კი ანგრევენ მათ ფსიქიკას… იმდენად ზემოქმედებენ მათზე, რომ ისინი ჯერ ჩაგრულები არიან, შემდეგ კი თავად ჩაგრავენ სუსტებს (“ახლებს” თუ ძაღლებს)… ვინ უშველის მათ? ოფიცრები? არა! ისინი შესაშური მონდომებით ხუჭავენ თვალს ყველაფერზე (პატარა დარღვევებიდან მკვლელობამდე) და კადეტებს მხოლოდ ერთი რამ დარჩენიათ – წავიდნენ ყველაფერზე, რათა გადარჩნენ და ისევ დაუბრუნდნენ ქალაქს, რომელმაც დაიწყო მათი გაანდგურება ბავშვობიდან, ოჯახიდან, ლიმადან…
P.S. თუ დაინტერესდით, “ინტელექტის” “აკრძალული წიგნების თაროს” მორიგ წიგნს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც). ვერ გეტყვით, რომ მსუბუქი საკითხავი გელით, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მარიო ვარგას ლიოსას სადებიუტო რომანია, ჯერჯერობით წაკითხულთაგან საუკეთესო მგონია…
ბოლო კომენტარები