ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი

ალბათ ლიტერატურის მოყვარულთა უმეტესობას წაკითხული გვაქვს ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას”. ეს ხომ ერთ-ერთი (თუ არა ყველაზე) საუკეთესო წიგნია ამერიკული სამხრეთის შესახებ. აქ მოვლენები თეთრკანიანი გოგონას თვალითაა დანახული… იმავე თემას, თუმცა საპირისპირო მხრიდან, ეხება მაია ენჯელოუს “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი”.

ყველაზე საინტერესო და ამავე დროს შემაძრწუნებელი, იცით, რა არის? ის, რომ მაია საკუთარ ცხოვრებას აღწერს. ჩვეულებრივ ბავშვურ-მოზარდულ, მათ შორის ოჯახურ, პრობლემებთან ერთად, სხვა ყველაფერიც სიმართლეა… რეალურია ის, რომ თეთრკანიან ქალს უბრალოდ ეზარება მარგერიტის სრული სახელის წარმოთქმა და მერის ეძახის და ისიც, რომ სტომატოლოგი უარ ამბობს “შავი” გოგონას მკურნალობაზე… კიდევ ის, რომ მაიამ, რომელიც მოზარდობისას დედის საყვარელმა გააუპატიურა და მას შემდეგ რამდენიმე წელი მდუმარებაში გაატარა, მაინც იპოვა საკუთარ თავში ძალა და იბძოლა… მარტოხელა დედამ მშობიარობამდე სულ ცოტა ხნით ადრე აიღო ატესტატი, გახდა პირველი შავკანიანი ადამიანი, რომელიც ტრამვაის კონდუქტორად მუშაობდა, კიდევ ბევრ პროფესიაში მოსინჯა თავი და საბოლოოდ გარდაიქმნა მაია ენჯელოუდ – პროზაიკოსად, პოეტად, მარტინ ლუთერ კინგისა და მალკოლმ იქსის თანამებრძოლად, არაერთი პრემიის ლაურეატად… მაია ენჯელოუდ, რომელმაც გვიჩვენა, რომ გალიაშიც შეიძლება სიმღერა, რადგან მხოლოდ ასე იხსნი თავს სიკვდილისგან, მხოლოდ ასე გათავისუფლდები…

P.S. თუ დაინტერესდით, “ინტელექტის ” “აკრძალული წიგნების თაროს” ამ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: