ბედისწერის ფერი

გიფიქრიათ, რა არის ბედისწერა? ის აბსტრაქტულია და არც ფერი აქვს, არც სქესი (ქართულ ენაში მაინც)… თუმცა ვინ იცის… თუ ელის უოკერის წიგნს წაიკითხავთ, იქნებ თქვენც ჩემსავით იფიქროთ, რომ ბედისწერა მდედრობითი სქესისაა და აფრო-ამერიკელების კანის ფერი აქვს…

მაგრამ იცით რა? მგონია, რომ ბედისწერის შეცვლა შეიძლება… შეიძლება დაიბადო შავკანიან ქალად ქვეყანაში, სადაც ოფიციალურად ტერმინი “მონობა” აღარ არსებობს, თუმცა შენი არსებობა უკვე ნიშნავს ამას… და გათავისუფლდე… სილიმ ეს შეძლო – გოგონამ, რომელიც პედოფილმა მამინაცვალმა გააუპატიურა, შვილები გაუშვილა, ძალით გაათხოვა და რომელიც მხოლოდ ღმერთთან და აფრიკაში გადასახლებულ დასთან (მისი წერილები და აფრიკული ტომის ბედი კიდევ ცალკე თემაა) უხმო დიალოგში პოულობდა შვებას, მოახერხა გათავისუფლება. ნელ-ნელა ეს თავისუფლება მსოფლიოს ედება და ადამიანები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რასას ან სქესს წარმოადგენენ, ელის უოკერის გმირებივით იხსნიან ბორკილებს და ყველა ქალი, მამაკაცი, თეთრკანიანი თუ შავკანიანი იღებს განათლებას, იყვარებს სასურველ ადამიანს, ტრიალებს სამზარეულოში და არც კი ფიქრობს, რომ საპირისპირო სქესის თუ რასის ადამიანი უნდა დაჩაგროს ან პირიქით – მისგან აიტანოს ჩაგვრა… იმიტომ, რომ ესაა ნამდვილი სამყარო – ფერადი დედამიწა, რომელიც ღმერთმა სწორედ ასე ჩაიფიქრა…

P.S. თუ დაინტერესდით, “ინტელექტის” “აკრძალული წიგნების თაროს” ამ ძალიან კარგ წიგნს (რომელიც ერთდროულად შემზარავიც არის და საოცრად ოპტიმისტურიც) მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც).

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. ლო ლი
    Oct 12, 2018 @ 16:47:46

    ვერ გავაგრძელე კითხვა 😦
    რამდენიმე გვერდს ვერ გავცდი

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: