უკვდავი ანტიგონე

ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, უამრავ წიგნს ვკითხულობთ ამ თემაზე, ფილმებს ვუყურებთ… არადა 21-ე საუკუნეში ეს არ უნდა იყოს აქტუალური თემა… ამაზე ხომ უკვე ვიფიქრეთ, ვილაპარაკეთ, ვწერეთ… ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში “დაიბადნენ” მედეა, ანტიგონე და სხვა ქალები, რომლებმაც მითების “გავლით” დაამსხვრიეს მითი იმაზე, რომ სამყაროს მართავენ მამაკაცები, მეფეები… მაგრამ არა! საუკუნეების მანძილზე არაფერი იცვლება და ალბათ ამიტომაა, რომ ძველი ბერძენი ავტორების პიესები ისევ იდგმება საუკეთესო თეატრების სცენებზე, ალბათ ამიტომ გადაწყვიტა ჟან ანუიმ ფაშისტური ოკუპაციის დროს ახალი “ანტიგონეს” დაწერა, ალბათ ამიტომაა უკვდავი ანტიგონე…

დიახ, ანტიგონე არასდროს მოკვდება, რადგან ყოველთვის იარსებებს კრეონი. სანამ მმართველები თუნდაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადადგამენ ძალადობრივ ნაბიჯებს, რათა “არ დაეცნენ” ქვეშევრდომთა თვალში, მანამდე იცოცხლებს ანტიგონე – ქალი, რომელმაც ძმის დასამარხად გაწირა თავი, რომელიც შეგნებულად წავიდა სიკვდილზე… ჟან ანუისთან ეს კიდევ უფრო კარგად დავინახე – თითქოს ჩემთვის უკანა პლანზე გადავიდა ანტიგონე, როგორც ოჯახის წინაშე არსებული მოვალეობის აღმსრულებელი და წინ წამოვიდა ანტიგონე, როგორც ქალი და ძალაუფლების წინააღმდეგ მებრძოლი… ქალი, რომელსაც შეეძლო საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა დათმობაზე წასვლით, თავის დამცირებით, საკუთარი საქციელის დაგმობით, გადაწყვეტილებაზე უარის თქმით… მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მან არ “მიანიჭა სიამოვნება” კრეონს და სწორედ ამ პრინციპულობით, შეუპოვრობით მოიპოვა უკვდავება… კრეონი კი დარჩა მარტო ტახტთან და ძალაუფლებასთან…

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: