დიდი პატარა ტყუილები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირივის ნახევარკუნძულზე! ეს ხომ ნამდვილი სამოთხეა! აბა, თავად განსაჯეთ – განა შეიძლება, რომ ქალი უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე სელესტია? მას ხომ სიმპათიური, მდიდარი, მოსიყვარულე ქმარი და ორი შესანიშნავი ვაჟი ჰყავს… საწუწუნოდ არც მადლენს აქვს საქმე. მერე რა, რომ წლების წინ ქმარმა მიატოვა. მას შემდეგ ის ისევ შეხვდა საყვარელ მამაკაცს და ახლა მასთან და სამ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს… მშვიდი ცხოვრება აქვს ჯეინსაც. დიახ, ის მარტოხელა დედაა, მაგრამ ჰყავს ზიგი და ძალიან კარგი ოჯახი და მეგობრები მადლენისა და სელესტის სახით… ამ ადგილას ყველა ბედნიერია – სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები… ყველა… მაგრამ არის კი ეს რეალობა?

სინამდვილეში მათ ცხოვრებაში ხდება ის, რაც ყველას შეიძლება დაემართოს. ისინი საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს დიდი პატარა ტყუილებით კვებავენ და ნელ-ნელა იჯერებენ, რომ მათი კეთილდღეობა მოჩვენებითი არაა. სელესტი არწმუნებს ყველას (პირველ რიგში, საკუთარ თავს), რომ პერი ზუსტად ისეთი ბრწყინვალე ქმარია, როგორიც ყველას ჰგონია და თვალს ხუჭავს იმაზე, რომ მოძალადის გვერდით ცხოვრობს და ამ შემგუებლობით მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს კი არ აგდებს საფრთხეში, არამედ შვილების ფსიქიკასაც ანგრევს… მადლენი საკუთარ თავსაც კი არ უტყდება, რომ ვერაფრით პატიობს ყოფილ ქმარს იმას, რომ მან ქალიშვილთან ერთად მიატოვა, ახლა კი სამაგალითო მამა და ქმარია… ჯეინი ვერ ივიწყებს იმ მოძალადეს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ნახა და რომელიც მისი შვილის მამაა… “შეკრული ოჯახივით” სკოლას ინტრიგები, შეთქმულებები, ოჯახური ღალატი და ბულინგი “გადაუვლის”… ბოლოს კი ყველაფერი სიკვდილით მთავრდება… აი, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ტყუილს ირჩევს და ამით ცდილობს თავის დაცვას… მაშინ, როდესაც ვერ ხვდება, რომ მთავარი აღიარება და ბრძოლაა… მთავარია საწოლის ქვეშიდან გამოვძვრეთ და ვუთხრათ ტყუილს – არა! ჩვენ გვინდა ნამდვილი ბედნიერება და ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის!

P.S. ამ ძალიან კარგ წიგნს (იმდენად ლიტერატურული კუთხით არა, რამდენადაც თემატური მნიშვნელობით – კარგი წიგნი ბევრია, თუმცა ცოტა თუ გვიჩვენებს ასე ნათლად ქალების პრობლემებსა და მათ ძალას), რომელიც ბათუმელებმა შემოგვთავზეს, მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც).

Advertisements

4 Comments (+add yours?)

  1. ლო ლი
    Oct 12, 2018 @ 16:44:21

    და წაკითხვის შემდეგ ვნახე სერიალი.
    მივიღე დიდი იმედგაცრუება 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 12, 2018 @ 21:24:44

      მე პირიქით – წიგნი მერე წავიკითხე 🙂 სერიალიც მომეწონა. ველოდები მერილს და ნიკოლს მეორე სეზონში 🙂

      Like

      Reply

      • ლო ლი
        Oct 13, 2018 @ 01:12:46

        ალბათ მეც ვნახავ, მაგრამ სერიალი რომ მენახა მანამდე, გაცილებით მომეწონებოდა.

        Liked by 1 person

        Reply

  2. Trackback: სესილიას ქმრის საიდუმლო | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: