რასელის გოგონები

1969 წელს მსოფლიო აშშ-ში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა. ცნობილი რეჟისორის რომან პოლანსკის ფეხმძიმე ცოლი შერონ ტეიტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი უცნობებმა დახოცეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა პირველი და უკანასკნელი დანაშაული, რომლებიც ჩაიდინეს ჩარლი მენსონის მიმდევრებმა – ე.წ. “მენსონის ოჯახის” წევრებმა.

სწორედ ამ ამბავს ეფუძნება ემა კლაინის “გოგონებიც” და ალბათ ამიტომაცაა ასე პოპულარული. თავისთავად ივი ბოიდის – მოზარდის, რომელსაც ოჯახსა და თანატოლებთან ურთიერთობაში უამრავი პრობლემა აქვს – ამბავი არაფრითაა უნიკალური. ასეთი ისტორიები ხომ ბევრჯერ წაგვიკითხავს, გვინახავს და განგვიცდია… თუმცა რასელის (ასე ჰქვია ჩარლი მენსონს წიგნში) ფენომენი ნამდვილად იწვევს ინტერესს. გამოგიტყდებით და ამ თემაზე აქამდეც მიფიქრია… მსგავსი შემთხვევის გაგონებისას გამჩენია კითხვა – როგორ? როგორ შეიძლება, რომ ერთმა ადამიანმა, რომლის ნამდვილი სახეც ასე ზედაპირზეა, მოახერხოს სხვების დამონება… დიახ, სხვა რა უნდა ვუწოდოთ იმ ფაქტს, რომ რასელი (იგივე მენსონი) იყენებდა გოგონებს, როგორც მოახლეებს, მეძავებს, ნარკოგამსაღებლებს… და მკვლელებს… განა მისი შთაგონებით არ განახორციელეს მათ მკვლელობების სერია? როგორ შეძლო მან ეს? ამ კითხვაზე პასუხი ვერც ამ წიგნის შემდეგ მივიღე… მაინც ვერ გავიგე, როგორ უნდა ჩამითრიოს ამ ჭაობში ვინმემ, თუნდაც რასელის მსგავსმა ძლიერმა მანიპულატორმა, მაშინაც კი, თუ ცხოვრებაში ისეთი პერიოდი მაქვს, როდესაც თავი უბედურების ზენიტში მგონია… ნუთუ ასეთ დროს შინაგანი სიბრმავის მომენტი დგება? არ ვიცი…მოიძიეთ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” “ლიტერატურული ოდისეის” ეს თარგმანი და იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ, თუ რა ამოძრავებდათ რასელის გოგონებს…

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. ლო ლი
    ოქტ 12, 2018 @ 16:41:56

    მართლა ისეთი კარგი წიგნია ❤

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: