ერთი ყლუპი თავისუფლება

მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროს ცხოვრება გართულდა… ძალიან გართულდა… არა, ის მარტივი არც არასდროს ყოფილა. უბრალოდ ნელ-ნელა ტემპი იმატებს და პრობლემების რაოდენობა იზრდება. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელოვანია, რომ სტრესული სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ (ან თუნდაც ხანმოკლე შვებულების დროს, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა) რაიმე სასიამოვნო წავიკითხოთ. ყოველთვის ხომ არ ვართ იმის განწყობაზე, რომ “სერიოზულ” წიგნებს შევეჭიდოთ… ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის წერს ანა გავალდა…

ამჯერად ანა გვაცნობს გარანსს, ლოლას, ვანსანს და სიმონს – და-ძმას, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტენ, რომ საკუთარ თავს ერთი ყლუპი თავისუფლება აჩუქონ (წიგნის რუსული თარგმანის სათაური სწორედ ასე ჟღერს და, მგონი, არ არის ცუდი ვერსია) და “ლამაზად გაიქცნენ” – დაივიწყონ, რომ გარანსი მარტოსულია, ლოლას ოჯახი დაენგრა, ვანსანს ფინანსური პრობლემები აქვს და საკუთარი თავი ვერ უპოვია, სიმონს კი “რაღაცნაირი” ცოლი ჰყავს… ისინი ერთ დღეს გამოუყოფენ ერთმანეთს (უფრო საკუთარ თავს) და მშვიდად ატარებენ მას… უბრალოდ ერთად, მაშინ, როდესაც დაღლილობის დამალვა და მხიარული იერის შენარჩუნება, ამ ჯვრის ტარება შეუძლებელი ხდება… ცხოვრებაში ხომ სწორედ ესაა მთავარი – უბრალოდ ერთად სიმშვიდეში გატარებული ლამაზი დღეები…

P.S. ვერ ვიტყვით, რომ ამ წიგნში რაიმე განსაკუთრებულია, მაგრამ სწორედ ახლა ამ ოთხ ადამიანში საკუთარი თავი დავინახე – “არასწორად” აღზრდილი ადამიანი, რომელიც დაიღალა… ალბათ იმიტომ, რომ ყველა წიგნი თავის დროზე მოდის, არა? 🙂

P.P.S. თუ დაინტერესდით, ბათუმელების ქართულ თარგმანს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც).

P.P.P.S. ესეც სიმღერა მანქანიდან 🙂

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. ლო ლი
    ოქტ 12, 2018 @ 16:42:44

    ანა ჩემი ბოლო დროის საყვარელი მწერალია ❤

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: