150 ამბავი გურიიდან

გურიას ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის მხოლოდ 50%-ია გურული და გურიაშიც სულ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, მაინც მუდმივად ვგრძნობ, რომ ჩემში ქართლელებისთვის დამახასიათებელ “სერიოზულ და დარბაისლურ იერს” ხშირად გურული “სისხარტე და მხიარულება” სძლევს ხოლმე, “მოძრაობაში, სიტყვა-პასუხსა და საქმეში” კი ჭეშმარიტი გურული ვარ 🙂 ამიტომ, როდესაც შუაგული შვებულების დროს მაღაზიის თაროზე ირაკლი მახარაძის კრებული დევინახე, გვერდი ვერაფრით ოვუარე და თან წამევიღე…

წამევიღე და რა წამევიღე… მიუხედავად იმისა, რომ სახლში პატარა გურია მაქვს და ყოველდღიურად ვისმენ გურულ ისტორიებს, 150 დიდებული ამბავი მაინც სულ კურცხალის წმენდაში გავატარე (ძირითადად სიცილისგან)… ხან გურულ მოჯირითეებს გავყევი ამერიკასა და ევროპაში, ხან ფირალად გავარდნილებს – ტყეში. დოუსრულებელ ჯანყშიც ჩევები, გურულ ბაღნებს, ნამეტანი განათლებულ და გაკოხტავებულ ციცებს და იმფერ ყაძახებს შევავლე თვალი, ქე რომ მოგტაცებენ იმ შოვლებულ თვალს… გურული სიმღერა მევისმინე, კაი-კაი გურულებს შევხთი და კიდო იმათთან დაძმობილებულ კაი-კაი ხალხს (მარჯორი უორდროპიც რომ ლამის “გაგურულებულა”, იცოდით?)… თავი ნამდვილად გურიაში ვიგრძენი – მხარეში, რომელიც გამუდმებით მეძახის – ჩამოი, ნენა, ჩამოიო 🙂

P.S. მოიძიეთ “არტანუჯის” “თან საკითხავის” ეს ძალიან სახალისო წიგნი (მათ შორის, ონლაინაც) და ჩემსავით ისიამოვნეთ.

P.P.S. სულ ბოლოს გურული სიმღერები 🙂

 

Advertisements

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი ანკ-მორპორკში | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: