ხშირად მსმენია, რომ მკითხველთა ნაწილი სამეცნიერო ფანტასტიკას არასერიოზულ საკითხავად მიიჩნევს. მომავალი, რომელიც შეიძლება არასდროს დადგეს, მათთვის საინტერესო არ არის… არადა, სინამდვილეში ეს მხოლოდ მომავალი კი არა, წარსული და აწმყოცაა… ამაში (და ჟანრის სხვა ღირსებებში) კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ ურსულა ლე გუინის “განპყრობილებს” გადაშლით…
გადაშლით და შევეკთან ერთად კედლის წინ აღმოჩნდებით. კედლის ერთ მხარეს ანარრესია, მეორე მხარეს – ურრასი… ერთ მხარეს კომუნიზმია, მეორე მხარეს – კაპიტალიზმი. სრულყოფილი სამყარო არც ერთია, ამიტომ ფიზიკოსი შევეკის მიზანი ერთია – მან კედელი უნდა დაანგრიოს, საკუთარ თავში დატყვევებული ხალხი გაათავისუფლოს და თავისი გენიალური აღმოჩენა მათ კეთილდღეობას მოახმაროს… მაგრამ რამდენად გამოუვა ეს? რამდენად არის შესაძლებელი წარსულის, აწმყოს ან მომავლის სამყაროში ბოროტებაზე უარის თქმა და სიკეთის დათესვა? ამას წინასწარ ვერ გაიგებთ… მხოლოდ ურსულა გიჩვენებთ თავის მრავალმხრივ (ერთდროულად უტოპიას, პოლიტიკას, ფემინიზმს რომ მოიცავს) წიგნში…
P.S. თუ დაინტერესდით, ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” მორიგ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც). მერწმუნეთ, ეს ისეთი რამაა, რასაც მრავალჯერ უნდა მიუბრუნდეთ.
ბოლო კომენტარები