უცხო უცხოთა ქვეყანაში

შენ ხარ ღმერთი! დიახ, ასეა. ამას გვიქადაგებს ვალენტაინ მაიკლ სმიტი – კაცი, რომელიც მარსელებმა გაზარდეს. ის დედამიწაზე დაბრუნდა და ცდილობს შეეგუოს აქაურ ყოფას, მაგრამ ეს მარტივი არაა. აქ ადამიანები ერთმანეთს არ უყურებენ, როგორც ღმერთს. ისინი სულ სხვაგვარად აღიქვამენ რელიგიას, საკუთრებას, სიკვდილს, სექსს… ისინი მაიკლსაც კი იმის მიხედვით აფასებენ, თუ რა ქონებას ფლობს (ეს კი არც ისე ცოტაა), მასზე ნადირობენ, ხან განადიდებენ, ხან კი ქვებს ესვრიან. ასე იქცევიან ისინი, ვინც ღმერთი უნდა იყოს… ასე ექცევიან უცხოს უცხოთა ქვეყანაში… მის იდეას სიგიჟედ მიიჩნევენ… სინამდვილეში კი ის უძღები შვილია, რომელიც სახლში დაბრუნდა და სიმართლეს ამბობს. დიახ, ეს ჭეშმარიტებაა – ჩვენ ვართ ღმერთი, რადგან ჩვენშია ღმერთი! თქვენ არ მოგწონთ მარსზე აღზრდილი დედამიწელის ზოგიერთი საქციელი? ესეც ღმერთობის ნაწილია – ღმერთმა საკუთარი ნაწილი ჩვენში ჩაასახლა და ამასთან ერთად თავისუფალი ნებაც გვიბოძა, რათა შეცდომებიც დავუშვათ… ჩვენ ღმერთები ვართ, მაიკლიც ღმერთია, ღმერთობა კი არასდროს ყოფილა ადვილი…

P.S. თუ დაინტერესდით, ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” მორიგ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც). მერწმუნეთ, ეს ისეთი რამაა, რასაც მრავალჯერ უნდა მიუბრუნდეთ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: