შეშლილი ადამის სამყარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავლის სამყაროში! არა, არა, სკეპტიკურად ნუ უყურებთ მარგარეტ ეტვუდს! მან ის მომავალი შექმნა, რომელიც, თუ ასე გავაგრძლეთ ცხოვრება, აუცილებლად დადგება (მხოლოდ “მხევლის წიგნი” კი არ შეიძლება აგვიხდეს)! აუცილებლად გამოჩნდება კრეიკი – შეშლილი ადამების წინამძღვარი და გაანდგურებს სამყაროს, რადგან შეუძლებელია, რომ დედამიწამ ამ სახით იარსებოს. იდეალური გარეგნობა, ჯანმრთელობა, ცხოვრება უბრალოდ ვერ იარსებებს – თუნდაც ირგვლივ ერთ ცხოველში თავმოყრილი ლომები და კრავები ან “ადამიანური” ღორები დარბოდნენ. ასეთია ბუნების კანონი და იმიტომ… თუმცა ასევე ადამინური ბუნებიდან გამომდინარე, ერთი ადამიანი მაინც თუ გადარჩა, ის დაიწყებს წარსულის გახსენებას – მოიგონებს წარსულს, თავის მეგობარ კრეიკს, მასთან “გაზიარებულ” სიყვარულ ორიქსს… და მერე ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყება. იდეალურ ადამიანებად ჩაფიქრებული “კრეიკის შვილებიც” “გააადამიანურდებიან” და დედამიწაზე ისევ იგივე ციკლი დაიწყება – რელიგია, ომი, სიყვარული, მატერიალიზმი… იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები – ბუნებით “მომხმარებელი” არსებები, თუმცა ამას არ ვაღიარებთ. თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს შეშლილი ადამი, რომელსაც სამყაროს შეცვლა სურს, მაგრამ ეს არასდროს მოხდება, რადგან ეს სამყაროც ჩვენ ვართ – შეშლილი ადამები!

P.S. ამ შესანიშნავი ტრილოგიის პირველ ნაწილს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია. იმედია, უახლოეს მომავალში გაგრძელებებსაც შემოგვთავაზებენ,

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი ანკ-მორპორკში | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: