გემრიელი ამბები დიანასგან

გიყვართ ლიტერატურა? რა თქმა უნდა, გიყვართ. აბა ისე აქ არ შემოიხედავდით 🙂 და კულინარიაზე რას ფიქრობთ? თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ ერთიც და მეორეც (თუმცა კი ორივე შემთხვევაში მხოლოდ “დაგემოვნებით” შემოვიფარგლები), მაშინ დიანა ანფიმიადის “წინასწარმეტყველება მურაბით” ზუსტად სათქვენოა – “გემრიელობა” ლიტერატურასა და კულინარიაზე.

დიანა გვიყვება საკუთარ იმპრესიებზე, ცნობილ წიგნებსა თუ ადამიანებზე კულინარიულ კონტექსტში… გვიყვება და ისეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებს, რომ თავად შევიგრძნობთ სურნელს, გემოს, ემოციას… თავად ვწაპნით უკანასკნელ გუფთას კარლსონთან ერთად, პეპის გვერდით მოგვირთხამს ფეხი იატაკზე და მაჭკატების ცომს ვაბრტყელებთ, ტიტასთან ერთად ვასველებთ ცრემლებით საქორწინო ნუგბარს, ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ქორწილისთვისაც ვემზადებით და დიანას ბავშვობასა თუ ზრდასრულობაშიც ვმოგზაურობთ… კარგი წიგნიც ეს არის, არა? ის, რომელიც საკუთარ რეალურ თუ გამოგონილ სამყაროში გამოგზაურებს… ისე დაგატკბობს, როგორც ნამდვილი კაკლის მურაბა… 🙂

P.S. თუ დაინტერესდით, ბათუმელების ამ უგემრიელეს გამოცემას მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: