კახეთიდან ფრანკფურტამდე

ლიტერატურული კონკურსი “პენმარათონი”, რომელსაც 2002 წელს “დიოგენეს” ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი 2010 წლის შემდეგ აღარ გამართულა. თუმცა წელს მისი დაბრუნება მხოლოდ ამ პაუზის გამო არ ყოფილა მნიშვნელოვანი. არც იმიტომ, რომ ათმა ძალიან კარგმა მოთხრობამ იხილა მზის სინათლე და რამდენიმე კარგი ავტორიც გავიცანით. ჩემთვის “პენმარათონი-2018” სულ სხვა რამის გამო გახლდათ მნიშვნელოვანი და სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ.

წლევანდელი “პენმარათონის” განვლილი გზა კახეთიდან ფრანკფურტამდე ერთგვარი სიმბოლოა, ჩვენი ლიტერატურის სიმბოლო. ხუთმა ქართველმა და ხუთმა გერმანელმა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი მწერლის უილიამ შექსპირის უკვდავი “ჰამლეტიდან” აღებული ფრაზიდან (“სიცრუის ჩანგლით შენ დაიჭერ სიმართლის თევზსა”) შექმნა მოთხრობა, რომელიც წავიკითხეთ ჩვენ და წაიკითხეს ევროპაში… დიახ, ჩვენ ვწერთ კახეთში, ჩვენს ნაწერებს კი კითხულობენ ფრანკფურტში, რადგან დადგა დრო, რომელსაც ასე ველოდით – ქართული ლიტერატურა გასცდა საზღვრებს და დღეს იმ სამყაროში, რომლისთვისაც სულ ცოტა ხნის წინ რკინის ფარდის მიღმა არსებული იმპერიის ნაწილი ვიყავით, კითხულობენ ჩვენს საამაყო კლასიკოსებს, თანამედროვე შემოქმედებს, წერენ ჩვენთან ერთად და ჩვენზე… მსოფლიო საუბრობს ქართულ ლიტერატურაზე და მისი “გავლით” ჩვენს უდიდეს პრობლემაზე – რუსულ ოკუპაციაზე, “ბანერის ომზე”, რადგან თემას, რომელსაც გვერდს ასე “მოხერხებულად” უვლიან პოლიტიკოსები, აჟღერებენ მწერლები იმ ტრიბუნიდან, რომლის მოპოვებასაც ამდენი წელი ვცდილობდით… ამისთვის კი დიდი მადლობა ყველა მწერალს, გამომცემელს, მთარგმნელს, მკითხველს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით ჩვენი წარდგენა ასე ღირსეულად შეძლეს… მადლობა ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა ლიტერატურას და ვინც გაკვალა გზა კახეთიდან ფრანკფურტამდე!

P.S. კრებულად გამოცემულ მოთხრობებს (სხვათაშორის, კრებული ორენოვანია და გერმანულენოვან მეგობრებსაც შეგიძლიათ ურჩიოთ) “დიოგენეს” სხვა წიგნებს შორის მარტივად მოიძიებთ. წაიკითხეთ, ისიამოვნეთ და შეარჩიეთ თქვენი ფავორიტი მოთხრობა. ჩემი “ბანერის ომია”.

Advertisements

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი ანკ-მორპორკში | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: