როცა ღმერთი სამსახურშია

მოთხრობებზე წერა რთულია, ძალიან რთული. როდესაც საქმე სულ რამდენიმე გვერდს ეხება, არ არის მარტივი, რომ თან შთაბეჭდილებები გადმოსცე და თან ზედმეტი არაფერი წამოგცდეს… არც მოთხრობების კითხვაა ადვილი – როდესაც მწერლის სამყაროში ბოლომდე ეფლობი, სწორედ მაშინ სრულდება საკითხავიც (აკი სტივენ კინგი ამბობს, მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავსო) და ხშირად უკმარისობის გრძნობა გვრჩება… თუმცა ამას ვერ ვიტყვით დათო გორგილაძის შესანიშნავ (ასეთ ხმამაღალ შეფასებებს ვერიდები ხოლმე, მაგრამ როცა ობიექტურად ასეა, რა გინდა, რომ გააკეთო:)) კრებულზე…

ამ კრებულის შესახებ მხოლოდ დადებითი შეფასებები მსმენოდა, რის გამოც გადაჭარბებული მოლოდინით გადავშალე. ხშირად ასეთი დასაწყისი იმედგაცრუებით სრულდება, მაგრამ ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა. პირველ გვერდებზე მეგონა, რომ “ხანშიშესულ მეძავთა კლუბზე” უკეთესს ვეღარაფერს წავიკითხავდი (სიმართლე გითხრათ, ეს მაინც ჩემი ფავორიტი მოთხრობაა), თუმცა შემდეგ იყო “როზას სახელი”, “კორპორაცია “შეგვიკვეთეთ ჭორები” და “ღმერთი სამსახურშია”… და მივხვდი, რომ არასდროს იცი ცხოვრება რას გიმზადებს – უცნაურ შეხვედრას და უცნაურ ამბებში გაბმას თუ ძალიან მაგარ წიგნს… მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ ღმერთი შეიძლება ყველგან შეგხვდეს, თუნდაც ტაქსის მძღოლის სახით და ის მაშინაც ჩვენზე ფიქრობს, როცა სამსახურშია… და მერე რა, რომ წიგნებს ყდით არ ვაფასებთ. ამ შემთხვევაში გარეკანიც მნიშვნელოვანია… იმიტომ, რომ ესაა ამ კრებულის სახე –  “ძალიან შორს, თოვლიან მდელოზე გაუნძრევლად მდგარი დიდი და უშიშარი ირემი, ვიღაცის სიყვარულს რომ დარაჯობს, კამერისკენ იყურება და, თუ მოუნდება, იცეკვებს კიდეც”…

P.S. თუ დაინტერესდით მოიძიეთ “ინტელექტის” ეს გამოცემა (მათ შორის, ონლაინაც) და ისიამოვნეთ. მე კი ამ მწერლის ახალ წიგნებს დაველოდები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: