თუ ფენტეზი ჩემსავით გიყვართ, შეუძლებელია, რომ ნატო დავითაშვილს არ იცნობდეთ, მისი საოცარი სამყარო და ლილე იროელი არ გიყვარდეთ. და აი ახლა სულ სხვაგან ვართ – სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროში, რომელშიც ადამიანები და სხვები ერთად ცხოვრობენ…
ახალ სამყაროში, რომელიც მრავალ პლანეტაზეა გადაჭიმული, რას არ ნახავთ. ოთხ მცირე ზომის მოთხრობაში, რომლებიც ერთი შეხედვით უხილავი ძაფებით უკავშირდებიან ერთმანეთს, შეხვდებით აფრიელ პეპლებს, დედამიწელ ადამიანებს, იზიელ ჰუმანოიდებს… პეპლების ცხოვრებითაც იცხოვრებთ, დაშლილების პლანეტის “ზედამხედველისაც”, დედამიწის ქაოსს გაქცეული ადამიანისაც და უცნაურ საქმეში გაბმული კოლექციონერისაც… იცხოვრებთ და მიხვდებით, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო მრავალფეროვანია. აქ შეიძლება ცხოვრობდნენ ადამიანები და სხვები, მაგრამ მთავარი მაინც დაბრუნებაა – საკუთარ თავთან დაბრუნება… და არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის პეპლად ქცევა მოგიწევს, კოსმოსურ ხომალდში ჩაჯდომა, ქაოსთან შეგუება თუ საკუთარ თავში იმის აღმოჩენა, რასაც აქამდე ვერ ხედავდი…
P.S. ნატო დავითაშვილის და ზოგადად ამ ჟანრის გულშემატკივრებს თამამად შემიძლია გირჩიოთ “ქარჩხაძის გამომცემლობის” ეს სულ ახალი გამოცემა. მოიძიეთ და ისიამოვნეთ.
ბოლო კომენტარები