ბერგმანის სიზმრები

“ფილმი სიზმარივითაა. ფილმი მუსიკასავითაა. არც ერთი სხვა სახეობა ისე არ აღწევს სულის სიღრმეებში, როგორც კინოხელოვნება. მხედველობის ნერვის მცირედი გაღიზიანება, შოკის ეფექტი: ოცდაოთხი ამონათებული კადრი წამში, მათ შორის კი სიბნელეა, თუმცა მხედველობის ნერვი მის აღქმას ვერ ასწრებს.”

კინო თუ გიყვართ, შეუძლებელია ინგმარ ბერგმანს არ იცნობდეთ. მისი ფილმები ხომ ნამდვილი სიზმრებივითა… იმ სიზმრებივით, რომლებიც სულის სიღრმემდე აღწევს და არასდროს გვავიწყდება… სიზმარს ჰგავს მისი ავტობიოგრაფიაც…

“ლატერნა მაგიკა” რომ შესანიშნავად დაწერილი წიგნი იქნება, ამას თავადაც მიხვდებით. ინგმარი ხომ თავად წერდა საკუთარი ფილმების სცენარებს და თავისი დროის სხვა შვედ რეჟისორებსაც “ამარაგებდა”. თუმცა ამ წიგნში მაინც დაგხვდებათ სიურპრიზი – კერძოდ კი ის, რომ გენიალური კინორეჟისორი ძალიან ცოტა დროს უთმობს ფილმებს და ძირითადად გვესაუბრება თეატრზე, ბავშვობაზე, ურთიერთობებზე მშობლებთან, და-ძმებთან, კოლეგებთან, მრავალრიცხოვან ქალებთან… მაგრამ არ იდარდოთ. მერე რა, თუ შვედურ თეატრს არ იცნობთ და არც პასტორი ბერგმანის შესახებ გსმენიათ რამე. ინგმარი ისე მოგითხრობთ მათზე, რომ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს თავად იყავით კულისებს მიღმაც და ბერგმანების ოჯახშიც… “შემოდგომის სონატაც”თქვენს თვალწინ გადაიღეს და ასაკში შესული გრეტა გარბოც საკუთარი თვალით იხილეთ (ეს უკანასკნელი ხომ ფილმებში 36 წლის შემდეგ აღარ გადაუღიათ და სიმართლე გითხრათ, ამ წიგნამდე ფოტოებზეც კი მხოლოდ ახალგაზრდა და ლამაზი მყავდა ნანახი) და ლოურენს ოლივიეც თქვენთვის კითხულობდა ლექციებს შექსპირის შესახებ… კარგი მწერლობაც ეს არის, არა? დიახ, ინგმარ ბერგმანი მხოლოდ “მარწყვის მდელოს”, “ყვირილისა და ჩურჩულის”, “მეშვიდე ბეჭდის”, “ფანისა და ალექსანდერის”, “პერსონას” და სხვა დიდებული ფილმების (რომლებიც, ტრიუფოს, ტარკოვსკის და კიდევ რამდენიმე რეჟისორის შემოქმედების მსგავსად, არ არის “ჩვეულებრივი”) ავტორი კი არა, ძალიან კარგი მწერალიცაა…

P.S. სულ ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ამ წიგნის ახალი გამოცემა შემოგვთავაზა. ამავე სერიის (“Laterna Magica”) სხვა წიგნებზე ეტაპობრივად მოგიყვებით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: