აგვისტოს უცნობი გმირები

“შეიძლება ისევ და ისევ იმიტომ იწყება ომები, რომ ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე იგრძნოს, როგორ იტანჯება სხვა”. – ერიხ მარია რემარკი – “დაბრუნება”

აგვისტოს ომი ისაა, რაც გვაერთიანებს… რაც ყველას ერთნაირად გვტკივა… ესაა ომი, რომელიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ერთად ვნახეთ და ერთად გადავიტანეთ… მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც პირადად განიცადეს ყველაფერი. თუ ბევრი ჩვენგანისთვის ეს ომი დაუვიწყარი, თუმცა მაინც “შორეული” ტკივილია, მათთვის ამ რამდენიმე დღეში მთელი ცხოვრება შეიცვალა…

სწორედ ასეთ ქალებზე გვიყვებიან სალომე ბენიძე (თავად ქალების ჩანაწერებით) და დინა ოგანოვა (შესანიშნავი ფოტოებით). მათი დახმარებით ჩვენ ვისმენთ მათ მონათხრობს, ვინც ომში დაკარგა შვილები, ქმრები, ძმები… ვისმენთ? არა, ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ შევიგრძნობთ… და ვხვდებით, რომ ეს გმირობაა! დიახ, გმირობაა, როდესაც პატარა გოგონები (კითხვისას არაერთხელ გამკრა ფიქრმა – ისინი ხომ ჩემზე პატარები იყვნენ, როცა ეს მოხდა) ქმრებს ომში აცილებენ (ამაზე ყოველთვის სალომე ბენიძის ლექსი მახსენდება) და შემდეგ მარტო ზრდიან შვილებს იმ განცდით, რომ მათი სამშობლო ოკუპირებულია, მათი მამები კი, რომლებიც არასდროს უნახავთ ან წესიერად არც ახსოვთ, გმირი… გმირობაა, როდესაც დედები, რომლებმაც სამშობლოს თავდადებული ვაჟკაცები აღუზარდეს, მიწას აბარებენ შვილებს, ან უსასრულოდ ელოდებიან მათ დაბრუნებას… გმირობაა, როდესაც ქალები ბოლო წუთამდე არ ტოვებენ მშობლიურ მიწას, აუტანელ პირობებში გამორბიან და დღემდე იმ იმედით ცოცხლობენ, რომ სახლში (რომელიც ხშირ შემთხვევაში უკვე განადგურებულია) დაბრუნდებიან… ჩვენ ვიცით ვინ არიან ამ ქალების, ქმრები, შვილები, ძმები და უკვე ვიცნობთ მათაც – აგვისტოს უცნობ გმირებს… ჩვენ ვიცნობთ მათ და მათთან ერთად დავბრუნდებით ჩემი წინაპრების მიწაზე – ახალგორში… მიწაზე, რომლის ნახვაც კი ვერ მოვასწარი, მაგრამ ოდესმე აუცილებლად ვნახავ… იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ “ბანერების ომი” სამუდამოდ გაგრძელდეს. ერთ დღეს ოკუპანტი დამარცხდება საქართველოში, უკრაინაში ან სადმე სხვაგან (და ამავე დროს ყველგან)… მთავარია არ დაგვავიწყდეს ვინ არის სინამდვილეში “ერთმორწმუნე მეზობელი”…

P.S. ბათუმელების ეს გამოცემა ყველა ოჯახში უნდა იყოს და აღარავის ექნება კითხვები აგვისტოს ომთან დაკავშირებით…

 

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი ანკ-მორპორკში | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: