აბერკრომბის პირველი კანონი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯო აბერკრომბის სამყაროში! ზოგი მას ჯორჯ მარტინს ამსგავსებს, ზოგი – ტოლკინს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს განუმეორებელი სამყაროა და თუ მის კარს შეაღებთ, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის უნდა მოემზადოთ. აბა, თავად განსაჯეთ, როგორი საზოგადოებაა – ჩრდილოელი მეომარი ლოგენ ცხრათითა ზედმეტსახელად “ცხრა სიკვდილი” (ეს სახელი ალბათ უკვე ბევრზე მეტყველებს); წამების მსხვერპლი მიმზიდველი ახალგაზრდა მოფარიკავე და მებრძოლი, ახლა კი თავად ინვალიდ ინკვიზიტორად ქცეული გლოკტა; თავმომწონე ოფიცერი ჯეზალი, რომელიც მთელს დღეებს ბანქოს თამაშსა და ტურნირისთვის მზადებაში ატარებს; შურისძიების წყურვილით შეპყრობილი გაქცეული მონა ქალი ფერო; მამაცი ოფიცერი კოლემი, რომელიც დაწინაურებაზე ვერც კი ოცნებობს, რადგან “დაბალ ფენას” წარმოადგენს; ჯადოქართა შორის უპირველესი, თუმცა კი ფრიად საეჭვო ბაიაზი და სხვები… შეიძლება მათ გვერდით მოიწყინოთ? რა თქმა უნდა, არა. რა მოგაწყენთ, როდესაც ეს ადამიანები სხვადასხვა გზით იბრძვიან კავშირის მიწაზე გაჩაღებულ ომში, რომელიც ხან ღია სისხლისღვრაა, ხან კი “კულისებს მიღმა” გადაინაცვლებს… ჩვენც მივყვებით მათ აბერკრომბის მიწებზე და ვცდილობთ არ დავარღვიოთ პირველი კანონი – არ გადავლახოთ საზღვარი ორ სამყაროს შორის, მაგრამ გამოგვივა კი ეს? ჩვენ ხომ მკითხველები ვართ, ანუ – ცნობისმოყვარე მოგზაურები და ყველა ჭუჭრუტანაში უნდა შევიხედოთ… აუცილეებლად უნდა გავიგოთ, როგორ დასრულდება ბრძოლა მშვიდობისთვის…

P.S. ძალიან მიხარია, რომ ამ შესანიშნავ სამყაროში შეხედვა ბათუმელების დახმარებით ქართველებსაც შეგვიძლია (თარგმანის მოძიება და შეძენა ონლაინაც შეგიძლიათ).. ნახეთ როგორ შესანიშნავად “იხსნებიან” პერსონაჟები, როგორ მოულოდნელად ვითარდება სიუჟეტი და ისიამოვნეთ 🙂 მე კი გაგრძელებას დაველოდები, რომელზეც ჯო მუშაობს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენც უნდა ვიხილოთ.

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი ანკ-მორპორკში | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: