ტედ ჩანი რთული კაცია… ძალიან რთული… ეს იმიტომ, რომ მის მოთხრობებში წინა პლანზე სამეცნიერო ფანტასტიკაა, სიუჟეტი და პერსონაჟები კი მხოლოდ მეორეზე (როგორც წესი, ამ ჟანრის წიგნებში ეს პირიქით არის ხოლმე – ოსტატურად შექმნილი გმირები და საინტერესოდ აწყობილი შინაარსი გვაინტერესებს მეცნიერებით)… მაგრამ სურვილის შემთხვევაში მაინც “გამოყოფთ” იმას, რაც მთავარია… თქვენთვის მთავარი… აი ჩემთვის მთავარი სუიციდისკენ მიდრეკილი მათემატიკოსია და არა მათემატიკა; კიდევ ის კაცი, ბაბილონის გოდოლის შენებისას სამყაროს არსს რომ ჩასწვდა და არა თავად შენება; ყველაზე მთავარი კი ის ლინგვისტია, “უცნაურ სტუმრებთან” საკონტაქტოდ რომ მიიწვიეს, ის კი მხოლოდ მათ ენას კი არა, საკუთარ მომავალსაც ჩასწვდა… სწორედ ესაა ჩემთვის ყველაზე საინტერესო – რამდენად შეიძლება ერთდროულად არსებობდეს თავისუფალი ნება და ბედისწერა და შესაბამისად რისი გაკეთება შეიძლება, თუ მომავალი წინასწარ იცი?
P.S. ეს წიგნი ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია. ასე რომ, დაინტერესების შემთხვევაში მარტივად მოიძიებთ. შემდეგ კი “შენი ცხოვრების ამბების” მიხედვით გადაღებული ფილმი “დააყოლეთ”.
ბოლო კომენტარები