ფეხბურთი და ლიტერატურა გურიაში

“შეიძლება შეიცვალო ცოლი, შეიცვალო სამსახური, ეროვნება და რელიგიაც კი. მაგრამ გუნდის შეცვლა არ შეიძლება.” – ელიზაბეტ ჯილბერტი – “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”

ლიტერატურა და ფეხბურთი ისეთი რამაა, ყველაზე მეტად რომ მიყვარს (ამ ორს კიდევ შემიძლია კინო, მუსიკა, მხატვრობა, ისტორია და გეოგრაფია დავუმატო, თუმცა ვერც ერთ მათგანში ისეთ ცოდნას ვერ დავიკვეხნი, როგორც მათში)… ალბათ იმიტომ, რომ “ფეხბურთს და ლიტერატურას ფიქრი უყვარს”… აბა თავად განსაჯეთ – ფიქრის გარეშე იწერება წიგნები ან თამაშდება საუკეთესო მატჩები? “იკითხება” ან “იყურება” ისინი? რა თქმა უნდა, არა. სწორედ “დაფიქრებით” მოთამაშეები რჩებიან ისტორიას, სხვები კი დავიწყებას მიეცებიან ხოლმე. ამიტომ გვახსოვს ყველას, ვინც მოვესწარით, შირერის აღმართული ხელი, ბექჰემის საფირმო საჯარიმოები, “შენელებული მოქმედების ბომბივით” ოუენი და რუნი, უბერებელი გიგზი და სხვები… ამიტომ იხსენებს გიორგი კეკელიძე ამდენი წლის შემდეგ გურიაში გატარებულ ბავშვობას საფეხბურთო კონტექსტში და ლიტერატურად გარდაქმნის წარსულს… განა ყველანი ასე არ ვართ? ყველანი ვინც ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ (სიფხიზლესა თუ “მოულოდნელ ჩაძინებაში”:))… დიახ, შეიძლება მისთვის ინგლისი და “მანჩესტერ იუნაიტედია” ის, რაც ჭირსა თუ ლხინში “მისია”, ჩემთვის ბრაზილია და “მილანი”, თქვენთვის სხვა გუნდები, მაგრამ არსი ხომ ერთია… ფეხბურთი მაინც რჩება იმ ფენომენად, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეზე მეტია. თითოეული მატჩი ერთი ცხოვრებაა, რომელიც ზოგისთვის გამარჯვებით სრულდება, ზოგისთვის კი – დამარცხებით. ცხოვრებაა, აბა რა არის? უნიჭიერესი ადამიანები ჭაობიდან ამოდიან და გმირები ხდებიან, ან კი ფუჭად ფლანგავენ საკუთარ ტალანტს, უსამართლობის ან ბედისწერის მსხვერპლნი ხდებიან… ჩვენ კი ვუყურებთ და მათთან ერთად გავდივართ კიდევ ერთი ცხოვრების გზას… ზუსტად ისე, როგორც წიგნის გმირებთან ერთად… იმიტომ, რომ ფეხბურთიც ხელოვნებაა… ჭეშმარიტი ხელოვნება…

P.S. ეს პაწაწინა წიგნი “არტანუჯმა” შემოგვთავაზა. რომ დაინახავთ, იქნებ იფიქროთ, ეს რა არის, გიორგის გურული ისტორიები ხომ მრავალჯერ წაგვიკითხავს და გვსმენიაო, მაგრამ ფეხბურთი და ლიტერატურა გურიაში ასე სასიამოვნოდ არავის აღუწერია 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: