იმპრესიონისტების საოცარი ფერები

მხატვრობაზე საუბარი (წერაც) რთულია, ძალიან რთული… აბა, თავად განსაჯეთ – როგორ უნდა გადმოიცეს სიტყვით ის, რასაც მხოლოდ თვალი აღიქვამს სრულყოფილად. თითოეული ნახატი ხომ სწორედ ისაა, რასაც აღვიქვამთ და ეს აღქმა შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს მხატვრის ჩანაფიქრს… ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ მიმდინარეობას, როგორიცაა იმპრესიონიზმი. “კლასიკური მხატვრობისგან” განსხვავებით, ის არ იყო “დაფასებული” და ამ სფეროში მოღვაწე მხატვრებმაც უმძიმესი გზა გაიარეს, სანამ აღიარებდნენ (ბევრი ვერც კი მოესწრო ამას). სწორედ მათზე – საოცარი ფერების ოსტატებზე – გვიამბობს ფრიდონ საყვარელიძე და ჩვენს თვალწინ აცოცხლებს ვან გოგის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, მონეს ჯადოსნურ ტილოებს, მანეს, გოგენის, ბეზილის, დეგას, რენუარის და სხვათა დიდებულ ნამუშევრებს… ადამიანებს, რომლებმაც გადააბიჯეს ყველას წესს და ხელოვნებაში დაამკვიდრეს რაღაც ახალი, განუმეორებელი, დაუვიწყარი…

P.S. ეს წიგნი “არტანუჯის” ძალიან კარგი სერიის – “თან საკითხავის” ნაწილია. თუ ჩემსავით გიყვართ იმპრესიონიზმი, მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც). ამ წიგნში ნახავთ ძალიან ბევრ გენიალურ ნახატსაც. ერთი ესაა, რომ ილუსტრაციები შავ-თეთრია და იმპრესიონიზმის მთავარი “კოზირი” – ფერები – არ ჩანს, თუმცა სხვაგვარად ალბათ არც შეიძლებოდა.ეს ხომ ალბომი არაა… თან თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ სასურველი ნახატების რეპროდუქციები ნებისმიერ დროს ვიხილოთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: