ენდი უორჰოლის ფილოსოფია

იცნობთ ენდი უორჰოლს? და ვინ არის ის? ამ კითხვაზე მოკლე და კონკრეტული პასუხის გაცემა მარტივი სულაც არ არის. ის იყო მხატვარი, მწერალი, დიზაინერი, რეჟისორი, პროდიუსერი… თუმცა ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ენდი უორჰოლი უბრალოდ 60-იანების თანამედროვე ხელოვნების კერპია. დიახ, დიახ, მისი სახელის ხსენებისას სწორედ ეს გაგახსენდებათ და არა მისი ნამუშევრები თუნდაც კინოში… ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანმა თავად შექმნა საკუთარი თავი და საკუთარი ფილოსოფია. სწორედ ამას ამტკიცებს მისი წიგნიც, რომელიც ერთი დიდი მონოლოგია. ენდი ელაპარაკება საკუთარ თავს და არა ჩვენ, თავის მეორე “მეს” უამბობს ნაწყვეტებს იმ ისტორიებიდან, რომლებიც მისი ძალიან საინტერესო (და ალბათ ძალისნ უცნაური, არაჩვეულებრივი) ცხოვრების ნაწილია… და ამ ამბებით ერთ რამეს ხდის ფარდას – საკუთარ უკიდეგანო მარტოობას… იმ მარტოობას, რომელიც ვერც ჰოლივუდის ნაღებ საზოგადოებაში ტრიალით დაამარცხა, ვერც “მიმდევრების” არმიის შეძენით და ვერც ხელოვნების ლამის ყველა სფეროში “ხელის ფათურით”… იმიტომ, რომ მას უყურებდა მთელი სამყარო, მაგრამ სულში არავინ “შეახედა”…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” “Laterna Magica”-ს ნაწილია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: